03/06/12 17:28
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, სამინისტროს დახმარებით, ნაღმის აფეთქების შედეგად დაჭრილ სატყეო დეპარტამენტის თანამშრომელთა ოჯახებს, სამედიცინო ხარჯები მძიმე ტვირთად არ დააწვებათ".
ამის შესახებ მინისტრმა დაშავებული მეტყევეების მონახულების შემდეგ განაცხადა.
"ადრე მათი თბილისში გადმოყვანა გახდებოდა აუცილებელი. დღეს კი მადლობა ღმერთს რომ დუშეთის რაიონში არსებობს კლინიკა, სადაც პაციენტისთვის კვალიფიციური დახმარების აღმოჩენა შესაძლებელია.
ჯანდაცვის სამინისტრო გააკონტროლებს, რომ დაშავებულთა ოჯახებს მკურნალობის ხარჯები მძიმე ტვირთად არ დააწვეთ", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აფეთქება დუშეთში დღეს მოხდა. სატვირთო ავტომანქანა, რომელშიც 8 მეტყევე იმყოფებოდა, გრემისხევი-ახალგორის საზღვრიდან 14 კილომეტრში ნაღმზე აფეთქდა. გამოძიების ინფორმაციით, ნაღმი საოკუპაციო ძალების მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში იყო დატოვებული.
დაშავებულთაგან ხუთი მეტყევე საავადმყოფოდან გაწერილია. დანარჩენი სამი კი, რომელთა დაზიანებებიც შედარებით მძიმეა, ამ დრომდე სტაციონარში რჩება.
მედიკოსთა თქმით, არცერთ მათგანს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები არ აღენიშნება.