გამოკითხვა
თქვენი აზრით, უნდა ჩატარდეს თუ არა გამოძიება 2008 წლის ომთან დაკავშირებით?
არქივი
სიახლეების გამოწერა
ქვემო ქართლში მიკროავტობუსების მოძრაობა დღეს დილიდან აღდგა
20/08/12 11:18
ქვემო ქართლში სამგზავრო ტრანსპორტით მოძრაობა აღდგა.

რეგიონში დღეს დილიდან მიკროავტობუსები ყველა მიმართულებით თავისუფლად გადაადგილდებიან.

კოალიცია "ქართული ოცნების" რუსთავის აქციის გამო ქვემო ქართლის რაიონებში მიკროავტობუსებით გადაადგილება გუშინ მთელი დღის განმავლობაში შეზღუდული იყო.

სამგზავრო ტრანსპორტი არ მოძრაობდა როგორც თბილისის მიმართულებით, ისე დედაქალაქის ავტოსადგურებიდან.

გუშინ თეთრიწყაროში გამოკრულიც კი იყო განცხადება, რომ 19 აგვისტოს თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსები არ იმუშავებდნენ, თუმცა მიზეზი დაკონკრეტებული არ ყოფილა.

ამასთან, როგორც სამგორის ავტოსადგურში აცხადებდნენ, რუსთავისა და ქვემო ქართლის სხვა რაიონების მიმართულებით მიკროავტუბუსებით გადაადგილების შეზღუდვის ბრძანება ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ გასცა.