გამოკითხვა
თქვენი აზრით, უნდა ჩატარდეს თუ არა გამოძიება 2008 წლის ომთან დაკავშირებით?
არქივი
სიახლეების გამოწერა
5 აპრილს "დეას" პროექტის "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და ადვოკატირება" პრეზენტაცია გაიმართება
02/04/12 18:40
5 აპრილს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედების ასოციაციის (დეა) პროექტის "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და ადვოკატირება" პრეზენტაცია გაიმართება.
პროექტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და რეალიზაციის, მათთვის უფრო ხელსაყრელი სამართლებრივი და სოციალური გარემოს შექმნისკენაა მიმართული.

პროექტი 2010-2012 წლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ასოციაცია "დეას", საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატისა და კოალიციის "დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის"" მონაწილეობით განხორციელდა. მის მიზანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაცია წარმოადგენს.

შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განთლებისა და მეცნიერების კომიტეტების, ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის, განათლებისა და მეცნიერების, იუსტიციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების წარმომადგენლები, საქართველოს სახალხო დამცველი, თბილისის მერიისა და საკრებულოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელისუფლებო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები არიან მიწვეული.



ამინდის პროგნოზი
თბილისი
img
16 - 27 °C
ქუთაისი
img
17 - 28 °C
ბათუმი
img
17 - 23 °C
ზუგდიდი
img
18 - 27 °C
ვალუტის კურსი
EUR
EUR
Down
2.1206
USD
USD
Down
1.6350
RUB
RUB
Down
0.0522