გამოკითხვა
პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან რვა თვე გავიდა. კმაყოფილი ხართ თუ არა არჩევანით, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ გააკეთა?
არქივი
« ივნისი 2013 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
წელს სასერტიფიკაციო გამოცდებს 41 000 პედაგოგი ჩააბარებს
02/04/12 20:35
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წელს სასერტიფიკაციო გამოცდებს 41 000 პედაგოგი ჩააბარებს. აღსანიშნავია, რომ ეს შარშანდელ მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება. წელს გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა ყველა საგნის მასწავლებლებს, მათ შორის უკვე სერთიფიცირებულ პედაგოგებს მიეცემათ, რომელთაც სურვილი აქვთ, კომპიუტერისა და ინგლისურის ინტეგრირებული გამოცდა ჩააბარონ.

გარდა ამისა, წელს პირველად, გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებულ პედაგოგებს მიეცემათ, რომლებიც გამოცდებს ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტულ ნაწილში ჩააბარებენ და ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაზრდილ ხელფასს მიიღებენ.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, გამოცდების ჩაბარების მსურველთა რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი გაზრდილი ხელფასებია. სერთიფიცირებული პედაგოგის სახელფასო სქემა ასე გამოიყურება: სერთიფიცირების დანამატი 75 ლარი; დამატებით, ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში – 200 ლარი; ვინც ამ გამოცდის ჩაბარების შემდეგ საუკეთესო 25%-ში მოხვდება – 1000 ლარი. იმ პედაგოგებს, რომლებიც საბუნებისმეტყველო საგნებში ლაბორატორიულ გამოცდას ჩააბარებენ, ხელფასი კიდევ 75 ლარით გაეზრდებათ.

იმისათვის, რომ მასწავლებლებს გამოცდების ჩაბერება გაუადვილდეთ, მასწავლებლის სახლში პროფესიულ უნარებსა და ყველა საგანში ყოველდღიურად ტრენინგები მიმდინარეობს. ისინი საბუნებისმეტყველო საგნების ექსპერიმენტული ნაწილისთვის, აგრეთვე ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდებისთვის ტარდება. სწავლებას სამინისტროს "მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ეროვნული ცენტრის" ექსპერტები და მოწვეული სპეციალისტები მართავენ.
მასწავლებლის სახლში დღის განმავლობაში ტრენინგს რამდენიმე ასეული პედაგოგი გადის.

ამინდის პროგნოზი
თბილისი
img
16 - 29 °C
ქუთაისი
img
14 - 26 °C
ბათუმი
img
17 - 24 °C
ზუგდიდი
img
14 - 26 °C
ვალუტის კურსი
EUR
EUR
Up
2.2062
USD
USD
Up
1.6478
RUB
RUB
Up
0.0513