09/06/12 16:11
"ქართული ოცნების" პატიმრობაში მყოფი წევრის, ზაზა კობახიძის მეუღლეს ამ წუთებში მოდულის შენობაში კითხავენ. როგორც "ივერონს" მისმა ადვოკატმა, ვახო ქანაშვილმა განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მას ორდერი აქვს, დაკითხვაზე არ უშვებენ.
"მაია ადამიათი დაინტერესების თემა ჩემთვის უცნობია და გაუგებარი. მასთან სოდის თანამშრომლები მივიდნენ და დაკითხვის შესახებ უწყება გადასცეს. ამის შემდეგ გამოვწერე ორდერი, მასთან ერთად მივედი მოდულის შენობაში, მაგრამ ის დაკითხვაზე შეიყვანეს, მე კი არ შემიშვეს. დაკითხვას სოდის გამომძიებელი ირაკლი წულაია აწარმოებს, რომელთან დაკავშირებასაც ამაოდ ვცდილობ – ის ზარებს არ პასუხობს", – განუცხადა "ივერონს" ვახო ქანაშვილმა.