გამოკითხვა
თქვენი აზრით, უნდა ჩატარდეს თუ არა გამოძიება 2008 წლის ომთან დაკავშირებით?
არქივი
სიახლეების გამოწერა
რამდენად კანონიერია "ელიტა ბურჯის" საქმიანობისათვის ხელის შეშლა
21/06/12 19:35
სასამართლოს განჩინებას, რომლის საფუძველზეც ელიტა ბურჯში სამართალდამცავები შევიდნენ, კომპანიის საქმიანობის პარალიზების უფლება არ ჰქონდა.

კომპანიის იურისტის მერაბ ბარბაქაძის განმარტებით, განჩინების საფუძველზე უნდა დაყადაღებულიყო მხოლოდ "გლობალ TV"-ის ტექნიკა და ელიტა ბურჯს საქმიანობაში ხელი არ უნდა შეშლოდა.

აღსანიშნავია, რომ "გლობალ TV"-ის შპს "ელიტა ბურჯის" ტერიტორიაზე ფართი ჰქონდა ნაქირავები, სამართალდამცავებმა კი ამ ფართის მაგივრად მთლიანად კომპანიის პარალიზება მოახდინეს.

შეგახსენებთ, რომ სასამართლოს განჩინებას, რომელის საფუძველზეც "გლობალ TV"-ს ქონება დააყადაღეს, მოსამართლის ხელის მოწერა არ აქვს. შესაბამისად, დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც ელიტა ბურჯში პოლიცია შევიდა, იურიდიული ძალა არ გააჩნია.






ამინდის პროგნოზი
თბილისი
img
16 - 25 °C
ქუთაისი
img
15 - 27 °C
ბათუმი
img
14 - 23 °C
ზუგდიდი
img
16 - 26 °C
ვალუტის კურსი
EUR
EUR
Down
2.1206
USD
USD
Down
1.6350
RUB
RUB
Down
0.0522