18/07/12 19:10
უფლებადამცველი ორგანიზაციები "ქართული ოცნების" 3 წევრის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვენ.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია "ჩვენი უფლებებისათვის" თავმჯდომარის დავით ლილუაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "ხელისუფლების მხრიდან აქტიურად გრძელდება რეპრესიები პოლიტიკურ ოპონენტთა მიმართ, რაც ერთგვარ ტენდენციათ იქცა და მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყანაში პოლიტპატიმართა რიცხვს".
"ამის ნათელი მაგალითია, ორი დღის წინათ სამართალდამცველების მიერ "ქართული ოცნების" 3 წევრის უკანონო დაკავება, რომლებსაც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციაში "ჩვენი უფლებებისათვის" შემავალი უფლებადამცველი ორგანიზაციები მოვითხოთ, შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა მერაბ კაჭახიძის, ტარიელ ქარდავასა და თეიმურაზ შეყლაშვილის მიმართ, ვინაიდან მათ ქმედებებში არ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. ამ პირთა წინააღმდეგ გამოძიებისა და ბრალდების ორგანოების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების მიხედვით სახეზე უფრო ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, ვიდრე სისხლის სამართლის დანაშაული. მას შემდეგ, რაც დაცვის მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, სააპელაციო სასამართლომ, ობიექტური მართლმსაჯულების განხორციელების შემთხვევაში, წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები უნდა გაათავისუფლოს და გააუქმოს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, აღმკვეთი ღონისძიების, წინასწარი პატიმრობის შესახებ, საგამოძიებო ორგანოებმა კი საქმის წარმოება უნდა შეწყვიტონ", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, დავით ლილუაშვილი უფლებადამცველებს და მთელ სამოქალაქო საზოგადოებას მოუწოდებს, არსებული მძიმე მდომარეობიდან გამომდინარე, სანამ ქვეყანაში არ დაწყებულა ტოტალური რეპრესიები, ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნას, რომელიც პრევენციის მექანიზმებს შეიმუშავებს.