გამოკითხვა
პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან რვა თვე გავიდა. კმაყოფილი ხართ თუ არა არჩევანით, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ გააკეთა?
არქივი
« ივნისი 2013 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
კონსტანტინე როდიონოვი ბრალს აღიარებს
02/04/12 18:17
ქართველი სამართალდამცველების მიერ დაკავებული რუსი ბიზნესმენი კონსტანტინე როდიონოვი ბრალს აღიარებს და საკუთარ ქმედებას ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის არცოდნით ხსნის. ამის შესახებ "ივერონს" ბრალდებულის ადვოკატმა მაია ნინუამ განუცხადა.

"როდიონოვი საქართველოში ბიზნესის საკეთებლად ჩამოვიდა. გასულ წლებში ის აფხაზეთში მართლაც იმყოფებოდა და მის პასპორტში შესაბამისი შტამპიც არის. მაგრამ მისთვის რუსეთის შესაბამის უწყებებში არ განუმარტავთ, რომ აღნიშნულის გამო საქართველოში პრობლემები შეექმნებოდა" – განაცხადა ადვოკატმა და აქვე დასძინა, რომ მომდევნო პროცესი 10 აპრილს შესაძლოა, ბრალდებულის დაკითხვით გაგრძელდეს.

შეგახსენებთ, რომ რუსი ბიზნესმენი ქართველმა სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 17 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, 28 თებერვალს კი ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. დაკავების შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა. მისმა წარმომადგენელმა ალექსეი ლუკაშევიჩმა აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის უსაფრთხო ქვეყანა არ არის.

აღნიშნული საკითხის დაყენებას რუსული მხარე 28-29 მარტს გამართულ ჟენევის მოლაპარაკებებზეც გეგმავდა. თუმცა როგორც "ივერონს" ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა - საქართველოს საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ განუცხადა, რუსულ დელეგაციას კოსტანტინე როდიონოვის საკითხზე ჟენევაში აღარ უსაუბრია.

ამინდის პროგნოზი
თბილისი
img
18 - 31 °C
ქუთაისი
img
18 - 26 °C
ბათუმი
img
19 - 23 °C
ზუგდიდი
img
18 - 24 °C
ვალუტის კურსი
EUR
EUR
Down
2.2145
USD
USD
Up
1.6551
RUB
RUB
Up
0.0519