15/06/12 16:42
აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო აფხაზ ავადმყოფებს საქართველოში სამკურნალოდ აღარ გაუშვებს. ამის შესახებ განცხადება დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ლეონიდ ლაკერბაიამ აფხაზეთის ომის ინვალიდების ფონდის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე გააკეთა.
აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში დე-ფაქტო მთავრობის ლიდერმა და ფონდის ხელმძღვანელებმა სხვადასხვა საკითხებთან ერთად, უკანასკნელ პერიოდში ავადმყოფების აფხაზეთიდან საქართველოში გადმოყავნის გახშირებული შემთხვევების საკითხი განიხილეს.