გამოკითხვა
თქვენი აზრით, უნდა ჩატარდეს თუ არა გამოძიება 2008 წლის ომთან დაკავშირებით?
არქივი
« მაისი 2013 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
სიახლეების გამოწერა
მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში შეღწევა პრობლემად იქცა
08/03/12 21:16
მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში შეღწევა პრობლემად იქცა. ამის შესახებ "ივერონს" მუზეუმის თანამშრომელმა ლელა სეხნიაშვილმა განუცხადა.

"დამთვალიერებელს მუზეუმში შემოსვლა უჭირს. ადრე აქ ფეხით დადიოდნენ, ახლა სამანქანო გზაა, მუზეუმის შენობის გარშემო კი მუდამ მშენებლობა მიმდინარეობს, რის გამოც ხშირად ტურისტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან პრობლემები გვექმნება", – აღნიშნა ლელა სეხნიაშვილმა.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, "შენობა კულტურის სამინისტროს ეკუთვნის, მუზეუმი და ბინა - ქალაქის მერიას, ხოლო მიმდებარე ტერიტორია - კერძო ფირმას, რის გამოც გაუგებარია, ვის უნდა მოსთხოვო პრობლემის გადაჭრა".

"ძალიან ჩახლართული სიტუაციაა. მერიას მუზეუმისთვის ბიუჯეტი აქვს გამოყოფილი და ყველა ღონისძიებას აფინანსებს, რომელიც ჩვენთან ხორციელდება, თუმცა შენობის რემონტზე და გალამაზებაზე კონკრეტულად ვერავის ვაწუხებთ", – განაცხადა ლელა სეხნიაშვილმა.

მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი - ადამაშვილი) 1880 წლის 20 (8) ნოემბერს მარნეულის რაიონის სოფელ წერაქვში დაიბადა. იგი იყო XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, თვალსაჩინო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, 1921-924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. წინააღმდეგობა საბჭოთა იდეოლოგიის ზეწოლასთან მწერალს სიცოცხლის ფასად დაუჯდა: ის სტალინის პერიოდის დიდი წმენდის მსხვერპლი გახდა, ხოლო მისი ნაწარმოებები აკრძალული იყო თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში.

მწერალი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს და ლავრენტი ბერიას თანდასწრებით წამების ქვეშ ხელი მოაწერინეს "აღიარებაზე". სასჯელი იმავე წლის 30 სექტემბერს სისრულეში დახვრეტით მოიყვანეს. მწერლის არქივი განადგურდა, ხოლო მის ქონებას კონფისკაცია ჩაუტარდა. მოგვიანებით მისი ძმაც დახვრიტეს, მეუღლე კი გადაასახლეს.

ჯავახიშვილის მიმართ ცენზურა მხოლოდ 1950-იანი წლების ბოლოს მოიხსნა. რეაბილიტაციის შემდეგ მისი ნაწარმოებები კვლავ გამოიცა.

ამინდის პროგნოზი
თბილისი
img
11 - 22 °C
ქუთაისი
img
16 - 28 °C
ბათუმი
img
13 - 22 °C
ზუგდიდი
img
13 - 24 °C
ვალუტის კურსი
EUR
EUR
Down
2.1049
USD
USD
Down
1.6360
RUB
RUB
Down
0.0521