13/03/12 20:43
ჯგუფ "აუთსაიდერის" სოლისტი, როკმუსიკოსი რობი კუხიანიძე, რომელსაც თავის დროზე - 1989 წელს ჯგუფის ჩამოყალიბება 35 ათასი დოლარი დაუჯდა, აცხადებს, რომ სადღეისოდ დედაქალაქში კონცერტებში მონაწილეობა პრობლემას წარმოადგენს.
"მთელი ჩემი ქონება ჩავდე ამ ჯგუფის შექმნაში. დაახლოებით 1996 წელს ჩვენ ფესტივალ "მარგალიტაში" მივიღეთ მონაწილეობა და მას შემდეგ სერიოზულ კონცერტზე არ გვიმღერია. პრობლემა ჩვენი წარმოშობა იყო, - ჩვენ ქუთაისელი პანკები ვართ. არც მაშინ და არც დღეს რეგიონებიდან ჩამოსულ მუსიკოსებს სერიოზულ კონცერტებზე არ გვიწვევენ", - განაცხადა "ივერონთან" საუბარში რობი კუხიანიძემ.
მუსიკოსი იმასაც აღნიშნავს, რომ კონცერტებზე მიწვევაზე უარს ასაკის გამოც ეუბნებიან.
"უკვე 46 წლის ვარ და მითხრეს, ბებერი ხარ, სცენა ბავშვებს უნდა დაუთმოო. ასეც ვაკეთებ: მხოლოდ აქციაზე ან მეგობრების წრეში თუ ვმღერი. სამწუხაროდ, ჩემი მსმენელების უმრავლესობა საზღვარგარეთ წავიდა. ჩემს კონცერტზე ბილეთები აღარ იყიდება", - აღნიშნა რობი კუხიანიძემ.
"აუთსაიდერის" პირველი ალბომი "Inside" 1992 წელს მოსკოვში ჩაიწერა. ალბომის მნიშვნელობას ის ფაქტი ზრდიდა, რომ ის ქართული როკ-ჯგუფის მიერ საზღვარგარეთ გამოცემული პირველი დისკი იყო.