15/03/12 13:54
15 მარტს თბილისს ევროპის საბჭოს ევროპული კინოს მხარდაჭერის ფონდის - ევრიმაჟის აღმასრულებელი დირექტორი რობერტო ოლა ეწვევა.
ევრიმაჟის ფონდის ხელმძღვანელს საქართველოში ეროვნული კინოცენტრი უმასპინძლებს.
როგორც "ივერონს" კინოცენტრიდან აცნობეს, რობერტო ოლა 15 მარტს, 15:00 საათზე სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" ქართული კინოსექტორის წარმომადგენლებს შეხვდება და ევრიმაჟის შესახებ პრეზენტაციას გამართავს.
ქართველი პროდიუსერები დეტალურად გაეცნობიან, რას წარმოადგენს ევროპის საბჭოს კინოს განვითარებისა და მხარდაჭერის ფონდი და როგორ უნდა ჩაერთონ მასში ქართული კინოპროექტებისთვის ევროპული დაფინანსების მოსაძიებლად.
ვიზიტის ფარგლებში რობერტო ოლა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, ასევე კინოთეატრების წარმომადგენლებთან რიგ შეხვედრებს გამართავს.
ევროპის საბჭოს ევროპული კინოს მხარდაჭერის ფონდის მმართველი საბჭოს 2011 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილების თანახმად, საქართველო ევრიმაჟის 36-ე წევრი ქვეყანა გახდა.
ევრიმაჟის ფონდის მიზანს კინოწარმოების, დისტრიბუციის წახალისებითა და პროფესიონალთა შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზით ევროპული კინოინდუსტრიის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია წარმოადგენს.
ევრიმაჟის რესურსები წევრი ქვეყნების წლიური საწევრო შენატანისგან შედგება.
ფონდი დაფინანსებას ოთხი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს: კოპროდუქციის, დისტრიბუციის, კინოთეატრების მხარდაჭერა და იმ კინოთეატრების ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვა, რომლებიც ევრიმაჟის ქსელის წევრები არიან.