გამოკითხვა
პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან რვა თვე გავიდა. კმაყოფილი ხართ თუ არა არჩევანით, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ გააკეთა?
არქივი
« ივნისი 2013 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
კობა დავითაშვილი: "ქართული ოცნება" მუდმივი ნამდვილად არ იქნება"
24/05/12 22:22
რას ელოდება "ქართული ოცნება" 27 მაისის აქციისგან, რატომ დაიშლება კოალიცია სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ და სხვა რიგი თემები კოალიციის წევრს, "ხალხის პარტიის" ლიდერ კობა დავითაშვილს უხერხულობას უქმნის, ამდენად მათზე საუბარი აღარ სურს, "ივერონი" კოალიცია "ქართული ოცნების" წევრს, "ხალხის პარტიის" თავმჯდომარეს კობა დავითაშვილს ესაუბრა. 

_ ბატონო კობა, საზოგადოების ნაწილი 27 მაისის აქციას მოუთმენლად ელის. ამ თემას დღეს საღამოს ტელევიზიით "სახალხო კრების" წარმომადგენელი, "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეც გამოეხმაურა. "თუ ნინო ბურჯანაძის ფიგურა მიუღებელია ივანიშვილისთვის ქუჩის გამოსვლების გამო, მაშინ რატომ იწყებენ საარჩევნო კამპანიას სწორედ ქუჩის აქციებით? - დაეგეგმათ მოსახლეობასთან შეხვედრა ფილარმონიაში!" – აინტერესებს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს. მკითხველისთვისაც საინტერესოა ალბათ, რატომ გადაწყვიტა "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კამპანიის სწორედ აქციით დაწყება?

_ საარჩევნო კამპანიის დაწყება მთელს მსოფლიოში ასე ხდება და აქედან გამომდინარე, არ ვიცი, რატომ აოცებს ეს ვინმეს. წინასაარჩევნო მიტინგი, აქციები, ამომრჩევლებთან შეხვედრა – ეს ყველა დემოკრატიულ ქვეყანასა და ავტორიტარული რეჟიმის მქონე ქვეყნებშიც კი, სადაც დემოკრატიისთვის იბრძვიან, ჩვეული ხერხია.

_ რას ელოდებით ამ აქციისგან, რა არის შეკრების ძირითადი მიზანი? ხომ არ არის ეს ძალების მოსინჯვის ერთგვარი ხერხი?

_ ჩვენ ველოდებით, რომ საზოგადოება აქციაზე გამოვა. ამით შესაძლებლობა მოგვეცემა, საზოგადოებას ჩვენი მიზნები და კოალიციის პროგრამა გავაცნოთ. თუ რამდენი ადამიანი გამოვა 27 მაისს თავისუფლების მოედანზე, - ამის პროგნოზირება ძნელია.

_ საკმაოდ ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ კოალიციაში შემავალი ძალებით ივანიშვილი არჩევნებზე კარგ შედეგს ვერ მიიღებს. როგორია თქვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით?

_ ადამიანს უფლება აქვს, თავისი აზრი ჰქონდეს, მე კი უფლება მაქვს, ეს აზრი არ გავიზიარო. ამ თემაზე რაიმე პოლემიკაში ჩართვას არ ვაპირებ. მაგალითად, "რესპუბლიკელები", ასე ვთქვათ, ძალიან საჭირო და შედეგზე ორიენტირებული ძალაა. როგორც წესი, მათ დამოუკიდებლად შედეგის ჩვენება უჭირთ, თუმცა როცა საზოგადოებას ძლიერი ოპოზიციური ერთობის ხილვა სურს, ასეთ ერთობაში "რესპუბლიკელებს" რეიტინგი ყოველთვის ექნებათ.

_ როგორ აფასებთ პირადად თქვენს შანსებს? საზოგადოებას ჯერ კიდევ არ დავიწყებია "ნავერტილეს" თემა..

_ ამით ის ადამიანები მანიპულირებენ, ვისაც სურს, ამაზე ილაპარაკოს, სხვა ხალხს სხვა რამ ახსოვს, მე კი საკუთარ თავზე საუბარი არ მჩვევია.

_ კოალიციაში გაერთიანებისას თქვენ და ზვიად ძიძიგურს ერთი და იგივე სტატუსი გქონდათ, თუმცა მალევე ძიძიგური კოალიციის სრულუფლებიანი წევრი გახდა, - ისეთივე, როგორიც "რესპუბლიკელები" და "თავისუფალი დემოკრატები". თქვენ რატომ არ მოგენიჭათ სრულუფლებიანი წევრის სტატუსი?

_ ამ სტატუსის მოსაპოვებლად არ მიბრძოლია, ხოლო რისთვისაც არ იბრძვი, ვერ მოიპოვებ.

_ ანუ, დანარჩენებმა ამისთვის იბრძოლეს?

_ ეს დანარჩენებს ჰკითხეთ.

_ კი ბატონო, მაგრამ "ბრძოლაში" რა იგულისხმეთ, ანუ თქვენ რა არ გააკეთეთ, მათგან განსხვავებით?

_ არასდროს დამისვამს საკითხი, რომ ეს სტატუსი მინდა, რომ ამის გარეშე არ ვიქნები კოალიციის წევრი და ასე შემდეგ. ხოლო რადგან ეს სტატუსი არ მომითხოვია, არ ვიცი, რის მიხედვით და რის საფუძველზე ხდება კოალიციაში მისი მინიჭება.

_ კეთილი. ახლა კოალიციის წინასაარჩევნო მზადებაზე მინდა, გკითხოთ. ხომ არ განიხილება თქვენი კანდიდატურა რომელიმე რაიონში მაჟორიტარ დეპუტატად?

_ არ ვიცი, ეს საერთო გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს. ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ-ჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიგვიღია.

_ გავრცელდა ხმები, რომ ბოლო წინასაარჩევნო მომენტში ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან წავა, რის მიზეზად მისი უსაფრთხოების დაუცველობა დასახელდება. ამბობენ, რომ ეს წინასწარ გაწერილი გეგმის ნაწილია, ივანიშვილისა და სააკაშვილის ერთობლივი გეგმის. შედეგად კოალიცია პარლამენტში უმრავლესობით – ვერ, მაგრამ 15-20-25%-ით შევა და ყველა კმაყოფილი დარჩება – რუსეთიც, დასავლეთიც... გამორიცხავთ მოვლენათა ასეთ განვითარებას?

_ სრული სისულელეა, სისულელეებზე კი კომენტარს ვერ გავაკეთებ.

_ ცოტა ხნის წინ პოლიტიკური პარტიის "განახლებული საქართველოსთვის" მრჩეველს საერთაშორისო საკითხებში მინდა გულუას "ხელისუფლებისგან მართული" უწოდეთ. თუ გაქვთ რაიმე კომპრომატი ამის დასადასტურებლად?

_ მასთან პოლემიკაში არ შევდივარ და ინტერვიუში მის რეკლამირებას არ ვაპირებ.

_ ცნობილი გახდა ისიც, რომ მინდია გულუასთან ფულის სათხოვნელად არაერთხელ ჩასულხართ, აღარც ამ თემაზე გსურთ საუბარი?

_ გიმეორებთ, ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებას და გულუას რეკლამირებას არ ვაპირებ.

_ ცოტა ხნის წინ კახა კუკავამ ახალი კოალიციის შექმნა დააანონსა, მასში ნინო ბურჯანაძეც მოიაზრება და კონსულტაციები სხვა პარტიებთანც მიმდინარეობს. როგორ შეაფასებდით კიდევ ერთი კოალიციის შექმნის იდეას და რამდენად კონკურენტუნარიანი იქნებიან ახალ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური ძალები?

_ გაერთიანდებიან თუ არა - მათი საქმეა. რაც შეეხება კონკურენციას, როდესაც ქვეყანაში გამოიკვეთება მსხვილი გაერთიანება, რომელსაც ცალსახა ლიდერის ფუნქცია აქვს, სხვა გაერთიანების შანსები ძალიან მცირეა.

_ ქართული პოლიტიკური პრაქტიკიდან არაერთი ოპოზიციური გაერთიანება გვახსოვს, რომელიც არჩევნების დასრულებისთანავე იშლებოდა და ლიდერები ერთმანეთის ლანძღვას იწყებდნენ. რამდენად მყარი ერთობაა კოალიცია "ქართული ოცნება"?

_ ოპოზიცია არ ერთიანდებოდა ერთ პარტიაში, ოპოზიცია არ აცხადებდა, რომ ერთი პარტია სურს და სამუდამოდ ერთიანდება. კოალიცია გულისხმობს ერთი კონკრეტული მიზნის გარშემო სხვადასხვა სუბიექტის გაერთიანებას. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მიზანი – ავტორიტარული რეჟიმის შეცვლა და ამ მიზნით სამართლიანი არჩევნების მიღწევა. არჩევნების შემდეგ პარტიები ამ მიმართულებით მუშაობას თავის მხარდამჭერებთან დამოუკიდებლად გააგრძელებენ.

_ანუ, არჩევნების შემდეგ კოალიცია "ქართული ოცნება" დაიშლება?

_ როგორც კი სააკაშვილს და მის ავტორიტარულ რეჟიმს დავასრულებთ, ყველა პარტია დამოუკიდებლად გადაწყვეტს, ვისთან იყოს და ვისთან არა. ნამდვილად არ არის იმაზე საუბარი, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" მუდმივი ერთობაა.

ესაუბრა ლელა ხვადაგიანი

ამინდის პროგნოზი
თბილისი
img
15 - 28 °C
ქუთაისი
img
14 - 26 °C
ბათუმი
img
17 - 24 °C
ზუგდიდი
img
14 - 26 °C
ვალუტის კურსი
EUR
EUR
Up
2.2062
USD
USD
Up
1.6478
RUB
RUB
Up
0.0513