14/06/12 18:52
საქართველოსა და აშშ-ს შორის საგარეო ვაჭრობის მონაცემებში განსხვავებები ფიქსირდება. კვლევის მიხედვით, რომელიც ეკონომიკის ექსპერტმა შალვა მექვაბიშვილმა ჩაატარა, საქართველოს სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილი დაფარულია და შედეგად ქვეყანა შემოსავლებს კარგავს. ამ ინფორმაციას ქართველი ექსპერტები შემაშფოთებელს უწოდებენ და შესაბამისი უწყებებიდან პასუხს ელიან.
იმაზე, გვაქვს თუ არა საქმე სისხლის სამართლის დანაშაულთან და რას ფიქრობს ამ საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატები, "ივერონს" ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ესაუბრა.
- ბატონო სოსო, როგორ შეაფასებთ კვლევის შედეგებს?
- ეს ინფორმაცია ერთის მხრივ საინტერესოა, მეორეს მხრივ – შემაშფოთებელი, ხოლო მესამეს მხრივ საფუძვლიან კვლევას საჭიროებს, რათა მეთოდოლოგიური კვლევების ცდომილებები და კრიმინალური გათვლები გაიმიჯნოს.
- რამდენად შესაძლებელია, რომ ასეთი ცდომილება მეთოდოლოგიური კვლევების შედეგი იყოს?
- რასაკვირველია, ეს დასაშვებია, მაგრამ როდესაც მილიარდებზეა საუბარი, ერთი იქნება თუ ორი, განსხვავება შთამბეჭდავი მახასიათებელი იქნება ნებისმიერი არარეალური ქცევისთვის, რის დასაზუსტებლადაც კვლევის ჩატარება აუცილებელია.
- როგორ ფიქრობთ, მას შემდეგ, რაც ამერიკის სახელმწიფო აღწერის ბიურომ საჯაროდ დააფიქსირა საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები, რამდენად შესაძლებელია, საქართველომ ამდენად განსხვავებული მაჩვენებლები ასევე საჯაროდ წარმოაჩინოს?
- ყველა თავის საქმიანობაზე აგებს პასუხს. თუ რაიმე ტვირთი არ შემოდის საზღვარზე და გადამისამართდება, საბაჟო ვერ აიღებს თავის თავზე, რომ ეს ტვირთი ქვეყანაში შემოსულად წარმოაჩინოს, რადგან შემდეგ კითხვა გაჩნდება – არის თუ არა ეს ტვირთი კონტრაბანდული რეჟიმით გადაგზავნილი სადმე? შესამოწმებელია, დამუშავდა, მიღებულია ეს ტვირთი თუ არა. თუ მიღებულია და თანხა არ არის გატარებული, მაშინ ეს დანაშაულია, ხოლო თუ ტვირთი მიღებული არ არის, მაგრამ აშშ-ში ასეთი იმპორტი რეგისტრირებულია, მაშინ უნდა გაირკვეს, რა ფარულ ხელშეკრულებასთან გვაქვს საქმე. ამისთვის საკმარისი არც ექსპერტული შეფასებაა და არც ჟურნალისტური გამოძიება. თუ უახლოეს ხანებში ხელისუფლებამ საკუთარი ხედვა არ წარმოაჩინა, ამ საქმის გამოსაძიებლად შესაძლოა ინტერპოლში სპეციალური ქვეგანაყოფიც კი შეიქმნას.
- ამ დარღვევებზე პასუხი ვინ უნდა აგოს?
-პასუხი უნდა გაგვცეს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებმა, საბაჟომ, შემოსავლების სამსახურმა. პასუხის გამცემი ბევრია, მაგრამ თუ საქმე უკანონობასთან არ გვაქვს, რატომ ოპერირებს ყველა იდეოლოგის მიერ გავრცელებული ერთი და იგივე ფრაზით? როდესაც ამ ფრაზის მოსმენის შემდეგ უსვამ დამატებით კითხვას, აღმოჩნდება ხოლმე, რომ მას სხვა პასუხი, გარდა "საშინაო დავალებისა"- არ აქვს.
- თუ ასე გაგრძელდა და შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან არ გაჟღერდა მტკიცე არგუმენტები ამ ცდომილების დასაცავად, როგორ განვითარდება მოვლენები?
- მაშინ უნდა დაველოდოთ დროს, როდესაც ქვეყანაში შესაძლებელი იქნება სამართლიანი, პატიოსანი გამოძიების ჩატარება.
- როგორ ეხმაურება ამ საკითხს ამერიკული მხარე?
- ამერიკაში ამ საკითხთან დაკავშირებით შეფასებებს არა მარტო ეკონომიკურ და სავაჭრო, არამედ პოლიტიკურ წრეებშიც აუცილებლად გააკეთებენ. საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა უკვე გამოხატა ამასთან დაკავშირებით თავისი დამოკიდებულება და გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ საკითხის გამოსაკვლევად პროფესიული ჯგუფი ჩამოყალიბდეს, რათა კვლევის შედეგების შეფასება უფრო დაბეჯითებითი და სარწმუნო იყოს. ჩატარებულ კვლევაში შესაძლოა ეჭვი არ შევიტანოთ, მაგრამ შეფასებები და მიზეზები ცალკე კვლევის საგანი უნდა გახდეს. ბრალდება ადვილია, მისი დასაბუთება – შედარებით რთული, თუმცა წარმოდგენილი მაჩვენებლები თუ არ შეიცვალა, დიდი ალბათობით, საქმე სისხლის სამართლის დანაშაულთან გვექნება.
- ფაქტია, ორი ქვეყნის მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა. ხომ შეიძლება, ცდომილება თავად ამერიკის მხარეს ჰქონოდა?
- რასაკვირველია, შესაძლებელია, რადგან ასეთი მოცულობის ცდომილება საქართველოსთან მიმართებაში ამერიკის ეკონომიკაზე ვერ აისახება. ეს მათთვის შესაძლოა "ხურდა ფულში გადაყოლებული" უზუსტობა გამოდგეს.
-შესაძლოა აშშ-სთვის მილიონნახევრამდე თანხა არაფერია, მაგრამ სიმართლის დადგენა როგორც ჩვენთვის, ასევე მათთვისაც, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს.
-რა თქმა უნდა, მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერს მკაფიო და დამაჯერებელი პასუხი გაეცეს. რაიმე დარღვევის შემთხვევაში ამერიკელები სათანადო პირების დასჯას ნამდვილოად არ მოერიდებიან, მაგრამ დარწმუნებულნი არიან, რომ ასეთი კვალი თეთრ სახლამდე არ მიდის.
- თქვენ ესაუბრეთ ვინმეს ამასთან დაკავშირებით?
- ეს პოზიცია მათ პირად საუბრებში დააფიქსირეს და აღნიშნეს, რომ მომხდარზე რეაგირება აუცილებელია.
- და მაინც, რამდენად შესაძლებელია, რომ ეს დანაშაული იყოს?
- მტკიცებულებების გარეშე გადაჭრით იმის თქმა, რომ ეს დანაშაულია, ძნელია, თუმცა რეალობაზე ყველაზე მკაფიოდ მიმანიშნებელი ის დუმილი გახლავთ, რომლითაც ხელისუფლების წარმომადგენლები ამ საკითხებთან დაკავშირებულ შეკითხვებს პასუხობენ. ამ შემთხვევაში დუმილი კი იმას ნიშნავს, რომ "ქურდს ქუდი ეწვის".
ესაუბრა ეკა ქარდავა