19/06/12 20:16
ეკონომიკის ექსპერტი, "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" პრეზიდენტი პაატა შეშელიძე "ქრისტიან-დემოკრატებისა" და კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ გაჟღერებულ ინიციატივას ადამიანების შემოსავლების მიხედვით დაბეგვრასთან დაკავშირებით, არასწორად მიიჩნევს.
ამასთან დაკავშირებით ის "ივერონს" ესაუბრა.
- ბატონო პაატა, როგორ ფიქრობთ, რის მიხედვით უნდა განისაზღვროს ადამიანი მდიდარია თუ ღარიბი?
-ყველა ადამიანი სიმდიდრეს ინდივიდუალურად განსაზღვრავს, ზოგი თვლის, რომ მაშინ არის მდიდარი, თუ სახლში კარგი წიგნი ეგულება, ზოგს ეს არც აინტერესებს. თქვენი აზრით, ბერი მდიდარია თუ ღარიბი?
- ბევრი სულიერად ძალიან მდიდარი უნდა იყოს…. . .
- დიახ, ასეა. მატერიალურად იმის განსაზღვრა, ადამიანი რა ქონების პატრონია, ჩემი აზრით, არასწორია. ასეთ შემთხვევაში ეს წარმატებული ადამიანების დასჯა იქნება, რაც ყოვლად დაუშვებელია.
- ფაქტია, რომ ქონებრივი დიფერენციაცია არსებობს. თვლით, რომ მდიდრებმა და ღარიბებმა ერთნაირად უნდა გადაიხადონ?
-ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი ვარიანტი საშემოსავლო გადასახადის გაუქმება იქნებოდა. ე.წ. "კომპრომისული" მოდელიც არსებობს. საშემოსავლო გადასახადი, ვიცით, რომ 20%-ია. ცენტრალურ, რეგიონულ და ადგილობრივ თვითმმართველობებს ამ შემოსავლიდან ფიქსირებული წილი აქვთ. შესაძლოა, თითოეულმა თავისი წილი დაიკლოს და აქედან გამომდინარე რეგიონებს შორის კონკურენციაც გაჩნდება. ეს უფრო გამართლებული ვარიანტია, ვიდრე წარმატებული ადამიანისთვის საშემოსავლოს გაზრდა.
- ასეთი პირობების შექმნა მაღალი შემოსავლების მქონე პირთა მიერ ქვეყნის დატოვებას ხომ არ გამოიწვევს?
- არ არის გამორიცხული, რადგან წარმატებულ ადამიანს ექნება შანსი, რომ სხვა ქვეყანაშიც დაიმკვიდროს ადგილი და აქ ზედმეტად არ დაიბეგროს. საქართველოს გადასახადების გადახდით კიდევ ტვირთის დამატება უნდა? წარმატებული ადამიანი იმას ნიშნავს, რომ იგი ახალ პროექტებს განახორციელებს, ადამიანებს დაასაქმებს და მას თუ ფულს წაართმევ, ეს ხომ დამონებას ნიშნავს?
-თქვენი აზრით, რას შეიძლება ემსახურებოდეს ასეთი განცხადებები?
- ეს უაპელაციო განცხადებაა, რომლის უკან არაფერი დგას. არანაირ ლოგიკას ადგილი არ აქვს. დამონების სურვილია და მეტი არაფერი. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, საუკეთესო შემთხვევა საშემოსავლოს გაუქმება იქნებოდა.
ესაუბრა ეკა ქარდავა