03/06/12 17:07
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გერმანიასა და საფრანგეთში ვიზიტებს კრემლში მაღალი შეფასებები მისცეს. ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრების ძირითადი თემა, სირიაში არსებული სიტუაცია იყო.
კრემლის წარმომადგენელთა მიმართვაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთის პოზიცია სირიის პრობლემასთან მიმართებაში პუტინის ვიზიტამდე გაცილებით მკაცრი იყო და ფრანგული მხარე ხშირ შემთხვევაში სამხედრო ჩარევაზეც კი აკეთებდა აქცენტებს, რუსეთი და ჩინეთი კი, სირიის ლიდერის ბაშარ ასადის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების გზაზე მთავარი დაბრკოლება იყო.
"ეს ყველაფერი ვლადიმერ პუტინის ვიზიტამდე იყო. ვიზიტის დროს კი ასეთ განცხადებებს ადგილი აღარ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებსა და საჯარო პრეს-კონფერენციაზე ოფიციალური პარიზი გაცილებით დაბალანსებული იყო," – აცხადებს ვლადიმერ პუტინის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში იური უშაკოვი.
კრემლის წარმომადგენლის განცხადებითვე, სირიის პრობლემის დარეგულირების საკითხი, რომელიც პარიზსა და ბერლინში ორივე ქვეყნის ლიდერთან გამართული მოლაპარაკებების მთავარი თემა იყო, რუსული მხარისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხთა რიცხვში შედის.
"მკაფიოდ იყო ხაზგასმული ის ფაქტი, რომ კოფი ანანის გეგმის ჩავარდნა და ერაყული ან ლიბიური სცენარის განმეორება, მთელს რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციას გამოიწვევს, რაც კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება.
ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა მკაფიოდ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სირიაში სამხედრო ჩარევის განხორციელება დაუშვებელია და არსებული ხელისუფლების შეცვლა არათუ სიტუაციის გამოსწორებასთან, არამედ სამოქალაქო ომსა და მთლიანი სისტემის ნგრევასთან მიგვიყვანს. პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან გაცილებით უფრო აქტიური და დაბალანსებული მუშაობა", – ნათქვამია კრემლის წარმომადგენლის განცხადებაში.
უშაკოვის განცხადებით, ბერლინსა და პარიზში გამართული მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ერთიან შეთანხმებამდე მივიდნენ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნული ვიზიტები 1 ივნისს გამართა, რომლის ფარგლებშიც ის ჯერ გერმანიას ეწვია, სადაც მოლაპარაკებები გამართა კანცლერ ანგელა მერკელთან და გერმანიის პრეზიდენტ იოაჰიმ გაუკთან, რისი შემდეგაც პუტინი საფრანგეთში გაემგზავრა და ქვეყნის ახლადარჩეულ პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს შეხვდა.