გამოკითხვა
თქვენი აზრით, უნდა ჩატარდეს თუ არა გამოძიება 2008 წლის ომთან დაკავშირებით?
არქივი
« მაისი 2013 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
სიახლეების გამოწერა
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან სომეხი ჯარისკაცი მოკლეს
15/03/12 12:22
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან, სომხეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი თავდაცვითი სასაზღვრო პუნქტის საბრძოლო პოზიციაზე საკონტრაქტო სამსახურის ჯარისკაცის, უმცროსი სერჟანტის სევაკ ასლიკიანის გვამი აღმოაჩინეს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ჯარისკაცს ტყვია თავის არეში აქვს მოხვედრილი.

წინასწარი ინფორმაციით, ასლიკიანს ცეცხლი აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოზიციების მხრიდან გაუხსნეს.

სომეხი ჯარისკაცი ქალაქ ვანაძორის მკვიდრი იყო.

მომხდართან დაკავშირებით სომხეთის შეიარაღებული ძალების საგამოძიებო განყოფილებაში საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილით (მკვლელობა) აღიძრა.