05/05/12 19:36
ამერიკელთა და მოკავშირეთა მრავალრიცხოვანი სამხედრო ძალები ომანიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან და ქუვეითიდან თურქეთამდე და ისრაელამდე რეგიონებში განლაგდნენ. ამის შესახებ www.iran.ru იტყობინება.
აშშ-ის სამხედრო ბაზები ირანის გარშემო სტრატეგიული პლაცდარმის ფორმირებას განაგრძობენ. ისინი ირანს მეთვალყურეობას უწევენ, მაგრამ მისი რეგიონული დაფარვის ზონა მნიშვნელოვნად გაფართოვდა მანამდე, სანამ ირანი ცნობილი იქნებოდა საგარეო "საფრთხედ".
ყატარის ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის დიპლომატიური სკოლის საერთაშორისო და რეგიონული კვლევების ცენტრის დირექტორ მეჰრან კამრავას აზრით, ამერიკას ახლო აღმოსავლეთში ყოფნის მიზანსწრაფვას სამი მიზეზი აქვს: "ნავთობრესურსების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ამერიკის ინტერესების საფრთხეებთან ბრძოლა". მისი თქმით, ეს რეგიონში ამერიკის სამხედრო აქტივობის საწყისი პრიორიტეტები იყო სპარსეთის ყურეში პირველი ომის დაწყებამდე, შედეგად კი პირდაპირი სამხედრო განლაგება ემსახურებოდა არა დასჯის ფორმას, არამედ წარმოადგენდა უსაფრთხოების ე.წ. ქოლგას. კამრავას აზრით, ამერიკას შეუძლია ძალის ჩვენება, ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, კუნთების დაჭიმვაც.
ცენტრალური სარდლობის ბოლო მონაცემებით, 125 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაბანაკებულია უშუალოდ ირანის სიახლოვეს, 90 ათასი – ავღანეთის ირგვლივ, 20 ათასამდე ჯარისკაცი - ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა რეგიონში და 15-20 ათასი – სამხედრო-საზღავო ხომალდებზე. ამასთან, 2012 წლის ზაფხულში მოსალოდნელია სამხედრო-საზღვაო ძალების მცურავ ბაზებზე განლაგება, სავარაუდოდ, სპარსეთის ყურეში. აშშ-ის მეხუთე ფლოტის პასუხისმგებლობის ზონაში ამერიკულ 40 ხომალდზე იმყოფება 16 ათასი სამხედრო, საფრანგეთიდან სპარსეთის ყურეში - ავიამზიდი "შარლ დე გოლი".
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ობიექტები თურქეთში, ისრაელში, ჯიბუტსა და დიეგო-გარსიაში არ შედიან ცენტრალური სარდლობის პასუხიმგებლობის ზონაში, შესაძლოა, ისინი გამოყენებულ იქნას ირანთან ნებისმიერი კონფლიქტის დროს.
ბაზების გარდა, რეგიონში განფენილია ამერიკის დამატებითი მიკრობაზები და სხვა ქვეყნების კუთვნილი ობიექტები, ასევე, საიდუმლო ობიექტები.
ამერიკელი კომანდოსები განლაგებულნი არიან სპეცოპერაციების სარდლობის ფარგლებში, რომელიც დამატებით საქმიანობას ეწევა "მწვანე ბერეტების", "რეინჯერებისა" და სხვათა სპეცდანიშნულების რაზმებთან ერთად.
ლინკი