გამოკითხვა
თქვენი აზრით, უნდა ჩატარდეს თუ არა გამოძიება 2008 წლის ომთან დაკავშირებით?
არქივი
სიახლეების გამოწერა
ნესტორ ხერგიანმა ბიძინა ივანიშვილისთვის ერთდღიანი მხადაჭერის გამოცხადების შემდეგ, ლადო ვარძელაშვილის უწყებაში გადაინაცვლა
04/06/12 18:05
ოლიმპიური ჩემპიონი, ნესტორ ხერგიანი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინსიტროში დასაქმდა. ამის შესახებ, "ივერონს" ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზვიად ზვიადაურმა განუცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" ერთღიანი მხარდაჭერის შემდეგ ნესტორ ხერგიანს ხელისუფლებამ სამსახური სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინსიტროში შესთავაზა.

"ბიძინა ივანიშვილისა და სპორტსმენების შეხვედრის მეორე დღეს ჩვენ შეკრებას ვგეგმავდით, ამიტომ ხერგიანსაც დავურეკე. Mმან კი მითხრა, რომ არც კოალიციაში და არც სხვაგან სადმე ყოფნა აღარ უნდოდა. როგორც შემდეგ გავიგე, მას სამსახური სამინისტროში დააწყებინეს, კონკრეტულად ვერ გეტყვით რა საქმით დაკავდა და რა ხელფასი დაუნიშნეს, მაგრამ ფაქტობრივად გადაიბირეს",– განუცხადა "ივერონს" ზვიადაურმა.

შეგახსენებთ, რომ "ივერონი", ხერგიანის მიერ პოლიტიკური კოალიციის "ქართული ოცნების" მხადაჭერაზე ერთდღიანი სოლიდარობის შემდეგ უარის თქმის თაობაზე, ცოტა ხნის წინ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერდა. დღეს კი, აღნიშნული ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტოს, სპორტსმენმა, ამბაკო ავალიანმაც დაუდასტურა.