გამოკითხვა
პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან რვა თვე გავიდა. კმაყოფილი ხართ თუ არა არჩევანით, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ გააკეთა?
არქივი
« ივნისი 2013 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
თამარ ჩუგოშვილი: სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე საუბარი წინასაარჩევნო გარემოს შეეხო
04/06/12 20:19
თბილისი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ერიკ რუბინსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე, საუბარი ძირითადად წინასაარჩევნო საკითხებს შეეხო. ამის შესახებ "ივერონს" საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, საია-ს მხრიდან ძირითადი აქცენტი საქართველოში გრძელვადიანი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიბის დროულად გამოგზავნასა და სავალდებულო ტრანზიტის - ე.წ. Must Carry-ს პრინციპის დანერგვის მნიშვნელობაზე გაკეთდა.

"შეხვედრაზე აღვნიშნე, რომ სავალდებულო ტრანზიტის პრინციპის დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობას განსხვავებული აზრის მოსმენის შესაძლებლობა ჰქონდეს. ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო პროცესები უკვე ძალიან სწრაფად ვითარდება და სხვადასხვა ტიპის დარღვევებსაც ვხედავთ, აუცილებელია პროცესები კანონის დაცვით წარიმართოს, რაშიც საერთასორისო დამკვირვებლები დიდ როლს ითამაშებენ", – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ყურადღება სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც გამახვილდა. ესენია უმცირესობები, შრომის უფლების დაცვა და სასამართლო სიტემის გამჭვირვალობა გამახვილდა.

"მან გვითხრა, რომ აშშ-თვის ყველა განხილული საკითხი მნიშვნელოვანია და წინასაარჩევნო თემატიკას განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, წინასაარჩევნო გარემოსა და სავალდებულო ტრანზიტის თემა შესაძლოა საქართველოს პრეზიდენტსა და ჰილარი კლინტონის შეხვედრის დროსაც იქნეს განხილული", – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

არასამთავრობო ორგაბიზაციების წარმომადგენლებსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ერიკ რუბინთან შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში დღეს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. შეხვედრას ასევე, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ელჩი მაიკლ კოზაკი და აშშ-ის ელჩი საქართველოში, ჯონ ბასი ესწრებოდნენ.
ბათუმში, მრგვალი მაგიდა სამოქალაქო საზოგადოებასთან სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომამდე ერთი დღით ადრე ჩატარდა.
ერიკ რუბინი და მაიკლ კოზაკი სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომაზე დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები იქნებიან.

ამინდის პროგნოზი
თბილისი
img
17 - 29 °C
ქუთაისი
img
17 - 26 °C
ბათუმი
img
18 - 23 °C
ზუგდიდი
img
16 - 24 °C
ვალუტის კურსი
EUR
EUR
Down
2.2145
USD
USD
Up
1.6551
RUB
RUB
Up
0.0519