გამოკითხვა
პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან რვა თვე გავიდა. კმაყოფილი ხართ თუ არა არჩევანით, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ გააკეთა?
არქივი
« ივნისი 2013 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლები სამსახურს ტოვებენ
19/06/12 19:48
ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლები სამსახურებიდან მიდიან.
როგორც "ივერონს" #35 მიკროავტობუსის მძღოლმა განუცხადა, სამსახური უკვე ოთხმა თანამშრომელმა დატოვა. მიზეზი კი გეგმიური 184 ლარია, რომელიც მძღოლებმა ყოველდღიურად უნდა გადაიხადონ.
"ყოველი დღის ბოლოს 184 ლარი უნდა გადავიხადოთ. არ აინტერესებთ გვაქვს თუ არა მუშაობა. გუშინ, მაგალითად 37 ლარი დამაკლდა გეგმის შესასრულებლად და ჩემი ფულიდან დავდე. ცოტა ხანში ალბათ მეც წავალ და სხვა სამსახურს ვნახავ",- განუცხადა "ივერონს" #35 მიკროავტობუსის ერთ-ერთმა მძღოლმა.
მისივე თქმით, ახლა საზაფხულო სეზონია და ხალხის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება, რაც მათ შემოსავალს კიდევ უფრო შეამცირებს.
გარდა ამისა, სამარშუტო ტაქსებში კონდიციონერების პრობლემაა. როგორც მძღოლები აცხადებენ, ეს საკითხი კომპანიამ უნდა მოაწესრიგოს.
"ივერონი" ინფორმაციის დასაზუსტებლად კომპანია "თბილისის მიკროავტობუსს" დაუკავშირდა.
კომპანიის პრესსამსახურში #35 მიკროავტობუსის გეგმიური თანხის ოდენობასთან დაკავშირებით "ივერონს" შემდეგ ინფორმაციას აწვდიან: "ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით კომპანია ,,თბილისის მიკროავტობუსის" მიერ სამარშრუტო ხაზების სპეციფიკიდან გამომდინარე დაწესებული იქნება ე.წ. ,,საგზურის ღირებულების" ახალი მოცულობა. რაც შეეხება თქვენს მიერ ნახსენებ ყოველდღიურ გადასახადს 184 ლარს, აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. #35 სამარშრუტო ხაზზე თითოეული მანქანის მძღოლის გადასახადი შედგენს: საგზურის ღირებულება - 20 ლარს და მანქანის საიჯარო გადასახადი - 43 ლარს."
ამავე კომპანიის ინფორმაციით, ყველა სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, ზაფხულის ყველაზე ცხელ პერიოდში ივლისსა და აგვისტოში, ვალდებული იქნება ჩართოს კონდიცირების სისტემა, რათა მგზავრებმა კომფორტულად გადაადგილება შეძლონ.
"ამჟამად კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" ტექნკური სამსახური ამოწმებს თითოეული მანქანის კონდიცირების სისტემას, რათა მათ ზაფხულის ცხელი დღეების განმავლობაში გამართულად და შეუფერხებლად იმუშაონ", -აცხადებენ "თბილისის მიკროავტობუსის" პრესსამსახურში.


ეკა ჭიღლაძე

ამინდის პროგნოზი
თბილისი
img
19 - 31 °C
ქუთაისი
img
19 - 26 °C
ბათუმი
img
19 - 24 °C
ზუგდიდი
img
19 - 25 °C
ვალუტის კურსი
EUR
EUR
Down
2.2079
USD
USD
Down
1.6556
RUB
RUB
Down
0.0523