გამოკითხვა
პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან რვა თვე გავიდა. კმაყოფილი ხართ თუ არა არჩევანით, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ გააკეთა?
არქივი
« ივნისი 2013 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
თანამდებობიდან გათავისუფლებამდე ცეზარ ჩოჩელი "შაყირის" ხასიათზეა
19/07/12 18:23
"ივერონისთვის" ცნობილი გახდა, რომ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი შესაძლოა თანამდებობიდან გათავისუფლდეს. ამის შესახებ "ივერონს" წყარომ აცნობა. მისივე ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტსა და ჩოჩელს შორის დაპირისპირება ლამის ფიზიკურ შეურაცხყოფამდე მივიდა. სააკაშვილი თანაგუნდელს სავარაუდოდ რამდენიმე დღეში დაემშვიდობება.
მომხდარზე "ივერონთან" კიდევ ერთი წყარო საუბრობს. ის კონკრეტულ მიზეზს განმარტავს, რაც შესაძლოა დაპირისპირების მოტივი გამხდარიყო. კერძოდ, ცნობილია, რომ ჩოჩელი პრემიერ-მინისტრთან ივანე მერაბიშვილთან დაახლოებული პირია და პოლიტიკაში მისი ლობირებით მოხვდა. შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს კი ჩოჩელის ბიზნესებს სწორედ მერაბიშვილი მფარველობდა. ერთ-ერთი ვერსიით, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ახალაიას დანიშვნის შემდეგ ცეზარ ჩოჩელს წილები მოსთხოვეს, მერაბიშვილი მისი ბიზნესის ლობირებას ვეღარ ახერხებს. ცნობილია ისიც, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი ორ სხვადასხვა ბანაკში მოიაზრებიან და ბაჩო ახალაია სწორედ სააკაშვილის კადრია, ჩოჩელი კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მერაბიშვილის.
"ნაცმოძრაობის" წევრების ფასადურ ურთიერთობებს ლეიბორისტები ადასტურებენ.
"მეხორცე, ყასაბი, მელუდე, მეკანფეტე ცეზარ ჩოჩელი გახლავთ თაღლითი. მან ხალხის უზარმაზარი ქონება მიითვისა და ამ ქონებით გამდიდრდა, შემდეგ არჩევნების მთავარი გამყალბებელი გახდა და სააკაშვილმა ამიტომ გზა გაუხსნა და ბიზნესში ხელი შეუწყო. ერთი შეხედვით თავის დროზე შესანიშნავად თანამშრომლობდენ სააკაშვილი და ოქრუაშვილი, დავითაშვილი და სააკაშვილი, ივანიშვილი და სააკაშვილი, სუბელიანი და მიშა, მაგრამ შემდეგ რაღაცას ვერ იყოფენ, მოსდით ჩხუბი, იყრებიან და შემდეგ ერთმანეთს უპირისპირდებიან. ეს მგლის ხროვის ინსტინქტია, რაც "ნაცმოძრაობას" ძალიან ახასიათებს. ასე რომ, სულაც არ გამიკვირდება, სააკაშვილმა ჩოჩელი დააპატიმროს". – განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.
წყაროს ინფორმაციით, დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი ფინანსებს უკავშირდება. ერთ-ერთი ვერსიით მიხეილ სააკაშვილმა გამდიდრებულ ჩოჩელს წინასაარჩევნოდ საკმაოდ დიდი ფული მოსთხოვა, რაზეც მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორისგან უარი მიიღო.
"შეიძლება მიზეზი ეს იყოს, რადგან სააკაშვილი ჩოჩელს არჩევნების წინ თანხებს სისტემატურად სთხოვდა, არამარტო თანხებს, არამედ შედეგების გაყალბებასაც მბრძანებლობდა. არა მგონია რამდენიმე წლის წინათ ჩოჩელს სააკაშვილისთვის უარი გაებედა, მაგრამ ახლა მან იმდენი ფული იშოვა და უცხოეთში საკუთარ ანგარიშებზე იმხელა სახსრები გადაქაჩა, რომ არ გამოვრიცხავ, ახლა ჩოჩელს უარი შეებედა და თანხების გადახდაზე მიშასთვის უარი განეცხადებინა".– აღნიშნა სოსო შატბერაშვილმა.
წყაროს ინფორმაციის და არსებული ვერსიების გადასამოწმებლად მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულთან დარეკვა "ივერონს" სამჯერ მოუწია. ცეზარ ჩოჩელმა პირველ შეკითხვაზე, Fფლობდა თუ არა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ასე გვიპასუხა:
"კი, წუხელ გამათავისუფლეს, სხვა სქმე არაფერი გაქვთ?.. არავის არ გადაუყენებივარ". – განაცხადა რწმუნებულმა.
მან სასაცილოდ მიიჩნია ვერსია მასსა და სააკაშვილს შორის არსებულ დაპირისპირებაზე.
"ჩვენ ვართ რწმუნებულები და ვიქნებით მანამ, სანამ ჩვენ ჩვენს ადგილებს შევესაბამებით". – განაცხადა ჩოჩელმა.
ჩოჩელმა წილებისა და თანხის მოთხოვნის ფაქტიც უარყო.
"მეტი საქმე არა გაქვთ??? ამ შემთხვევაში ეს მე არ მეხება, აბსოლუტურად არაფერი არ მსმენია ბიზნეს წილებზე, სირცხვილია რა, მეტი საქმე არა გაქვთ, შაყირობთ?.." – დასძინა ჩოჩელმა.



ამინდის პროგნოზი
თბილისი
img
17 - 29 °C
ქუთაისი
img
17 - 26 °C
ბათუმი
img
18 - 23 °C
ზუგდიდი
img
16 - 24 °C
ვალუტის კურსი
EUR
EUR
Down
2.2145
USD
USD
Up
1.6551
RUB
RUB
Up
0.0519