20/08/12 12:43
შპს "აზოტის" პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის, კიაზო შარიქაძის ცნობით, რუსთავის "აზოტის" თანამშრომლებს აშინებენ და ეუბნებიან, რომ ხელისუფლება არ შეიცვლება, ისინი მაინც შეძლებენ გაიგონ, თუ რომელმა ამომრჩეველმა ვის მისცა ხმა და ამ მეთოდით საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერას აიძულებენ!
ამ საქმით უშუალოდ დაკავებულია ქვემო ქართლის პოლიციის ყოფილი უფროსი, ამჟამად საწარმოო გაერთიანება "აზოტის" გენერალური დირექტორის მოადგილე კადრების დარგში, თემურ კუპატაძე. ჩვენი წყარო ვარაუდობს, რომ თემურ კუპატაძე "ნაცმოძრაობის" მიერ ჩატარებული გამოკითხვების მონაცემებით სარგებლობს და განსაკუთრებით იმ ოპოზიციური შეხედულების თანამშრომლებთან ატარებს პირად საუბრებს, რომლებიც საკუთარ სიმპათიებს ღიად და მკაცრად აფიქსირებენ. ქვემო ქართლის პოლიციის ყოფილი უფროსი "აზოტის" მუშა-მოსამსახურეებს აშანტაჟებს და ემუქრება, თუკი ისინი სახელისუფლებო პარტიას მხარს არ დაუჭერენ, სამსახურიდან გათავისუფლდებიან! ამგვარ ქმედებებს შედეგიც მოჰყვა, საწარმოს მუშა-მოსამსახურეები უკვე პირადი მოსაზრებების აფიშირებისა და ჟურნალისტებთან ურთიერთობისგან თავს იკავებენ.
აღსანიშნავია, რომ თემურ კუპატაძის ხელფასი თვეში 22 ათასი ლარია!
ჩვენი წყარო, რომელსაც მრავალწლიანი სტაჟი აქვს, დასძენს: საქართველომ ბევრი რთული პოლიტიკური არჩევნები გამოიარა, მაგრამ მსგავსი შემთხვევა "აზოტის" ქარხანაში პირველია!
ხვიჩა ჯოჯუა
აღსანიშნავია, რომ თემურ კუპატაძის ხელფასი თვეში 22 ათასი ლარია!
ჩვენი წყარო, რომელსაც მრავალწლიანი სტაჟი აქვს, დასძენს: საქართველომ ბევრი რთული პოლიტიკური არჩევნები გამოიარა, მაგრამ მსგავსი შემთხვევა "აზოტის" ქარხანაში პირველია!
ხვიჩა ჯოჯუა




