06/11/12 16:08
ქართველი სამართალდამცველების მიერ ინტერპოლის "წითელი ცილკურალის" ხაზით ძებნილი ლევან მამალაძე პროკურატურაში ჩივილს გეგმავს. ამის შესახებ "ივერონს" მისმა ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ განუცხადა.
მისი თქმით, განცხადება პროკურატურაში მიმდინარე კვირის განმავლობაში შევა და მამალაძე საკუთარი სისხლის სამართლის საქმის გადახედვას, ამასთან ჩამორთმეული ქონების უკან დაბრუნებას მოითხოვს.
"ამ ეტაპზე საქმის გაცნობის პრცესში ვარ. უკვე გავეცანი 11 ტომს და შემიძლია გითხრათ, რომ მხოლოდ ცარიელი მაკულატურაა, არ არსებობს მტკიცებულებები და აშკარად იკვეთება პოლიტიკური ინტერესები. მამალაძე სააკაშვილის მთავრობამ დასაჯა იმისათვის, რომ სხვა პოლიტიკურ ძალას ეკუთვნოდა", - განუცხადა "ივერონს" ადვოკატმა.
ლევან მამალაძეს ქართველი სამართალდამცველები ინტერპოლის წითელი ცილკურალის ხაზით 2004 წლიდან ეძებენ. მისი დაუსაბუთებელი ქონება კი სახელმწიფოს გადაეცა და ეკონომიკური დეპარტამენტის საპრივატიზაციო ქონების ნუსხაში შევიდა. კერძოდ, ლევან მამალაძეს ჩამოერთვა თბილისში ატენის ქუჩა №6-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, მის მშობლებს სასოფლო - სამეურნეო ნაკვეთები გარდაბნის რაიონის სოფელ შინდისსა და წავკისში, 6-ოთახიანი საცხოვრებელი ბინა და ნაკვეთი გარდაბნის რაიონის დაბა კოჯორში. გამოძიება მას სსსკ-ის 338 მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის გამოძალვას ედავება. 2006 წლის 31 ივლისს ქართულმა მართლმსაჯულებამ მას თავისუფლების 17 წლით აღკვეთა განუსაზღვრა.