09/06/12 18:18
ლუდსახარში "ზედაზენი", 11 ივნისს, გერმანული გიგანტის, ლუდსახარში "ბიტბურგერის" დამფუძნებელს არისტ ფონ შლიპეს და გენერალურ დირექტორს მათეუს ნივოდნიცანსკის უმასპინძლებს.
მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, გაესინჯათ ს.ს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ წარმოებული ლუდი და ამის შემდეგ ლუდსახარში "ზედაზენის" ნახვით დაინტერესდნენ.
"ყველაზე თანამედროვე, ახალგაზრდა და ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი და გემრიელი ლუდი, რომელიც შეძლებს ძლიერი კონკურენცია გაუწიოს მსოფლიოს უდიდეს ბრენდებს" – დეგუსტაციის შემდეგ ასე შეაფასეს გერმანელებმა ლუდი "ზედაზენი".
"მოხარულნი ვართ, რომ ლუდის ბიზნესის გიგანტებს ვმასპინძლობთ. "ბიტბურგერი" ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გერმანული ლუდსახარშია, რომელიც წლიურად დაახლოებით 4,2 მილიონ ჰექტოლიტრ ლუდს აწარმოებს. ეს უდიდესი და მრავალსაუკუნოვანი საწარმოა, რომელიც გაყიდვების მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. "ბიტბურგერის" დამფუძნებელისა და გენერალური დირექტორის ჩვენს საწარმოში ვიზიტის მიზანი ქარხნის დათვალიერება, მიმდინარე სამუშაო პროცესების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება გახლავთ". – განუცხადა "ივერონს" ლუდსახარში "ზედაზენის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ სულხანიშვილმა.
ლუდსახარში "ბიტბურგერი" სხვადასხვა სახეობის ლუდს აწარმოებს. კასრის ლუდის წარმოების მხრივ იგი გერმანული ლუდის ბაზარზე ლიდერია. ტრადიციული "ბიტბურგერ რემიუმ პილსის" გარდა "ბიტბურგერ იგჰტს" და "იტბურგერ ლკოჰოლფრეი 0,0 %" (უალკოჰოლო) აწარმოებენ.
კომპანია ასორტიმენტს ყოველწლიურად ზრდის. 2005 წელს წარმოებაში ახალი პროდუქტი - "ბიტ შუნ", ხოლო 2006 წელს - "ბიტ ასსიონ" და "ბიტბურგერ რადლერ" ჩაუშვეს. 2007 წელს ბაზარზე "ბიტ ჩოპა" შემოიტანეს, რომელიც ციტრუსოვანი ხილისა და კაჩაკას(ბრაზილიური ლიქიორი) ნაზავს წარმოადგენს. 2010 წლის სიახლე "ბიტბურგერ ჩოლა" - ლუდისა და კოკა-კოლას ნაზავი გახდა. 2011 წლის აპრილიდან უალკოჰოლო "ბიტბურგერ რადლერსაც" აწარმოებენ.
კომპანიას გერმანიასა და სხვადასხვა უცხოურ ქვეყანაში დაახლოებით 900 წარმომადგენელი ჰყავს. კომპანია ნაწარმის რეალიზებას 60 ქვეყნის 50 000-მდე გასტრონომიულ დაწესებულებაში ახორციელებს. ექსპორტიორ ქვეყნებს შორისაა იტალია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, კანადა და აშშ-ი.
რაც შეეხება "ზედაზენს", კომპანიის პროდუქცია ორიოდე თვის წინ გამოჩნდა ქართულ ბაზარზე. მან უცხოური (მათ შორის რუსეთის) ბაზრების ათვისებაც შეძლო. საწარმო ლუდის გარდა, ლიმონათსაც აწარმოებს.