გამოკითხვა
პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან რვა თვე გავიდა. კმაყოფილი ხართ თუ არა არჩევანით, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ გააკეთა?
არქივი
« ივნისი 2013 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
აზერბაიჯანი სომხეთისა და აზერბაიჯანის სასაზღვარო ზოლზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს
08/06/12 13:42
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკური ანალიზისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელის, ელნურ ასლანოვის განცხადებით, "უკანასკნელ დღეებში სომხეთისა და აზერბაიჯანის სასაზღვარო ზოლზე განლაგებული ჯარების ურთიერთშეხებაზე და განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა სომხეთის ხელისუფლებას ეკისრება.

ასლანოვის თქმით, სომხეთის ხელისუფლებამ მთიანი ყარაბახის პრობლემის მოგვარებასთან გამართულ მოლაპარაკებებში დესტრუქციული პოზიცია არაერთხელ გამოამჟღავნა, რაც ამტკიცებს იმას, რომ სომხეთი აზერბაიჯანისგან განსხვავებით სტატუს-ქვოს შენარჩუნების ინიციატივით გამოდის.

`ოფიციალურმა აზერბაიჯანმა არაერთხელ განაცხადა, რომ სტატუს-ქვო არ აწყობს ქვეყნის ხელისუფლებას, რადგან იგი რეგიონის განვითარების პროცესს აფერხებს. ეს მთიან ყარაბახში სიტუაციის დარეგულირებისთვის არახელსაყრელია" - აღნიშნა მან.

ასლანოვმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ჯარი რეგიონში როგორც ფინანსურად ისე მატერიალურ-ტექნიკური თვალსაზრისით ძლიერ ძალას წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფლიქტის ზონაში სიტუაცია ამ დრომდე დაძაბულია. სომხეთის შეარაღებული ძალები 7-დან 8 ივნისამდე ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას მუდმივად არღვევდნენ .
ირინა არდაშელია

ამინდის პროგნოზი
თბილისი
img
17 - 28 °C
ქუთაისი
img
17 - 26 °C
ბათუმი
img
18 - 23 °C
ზუგდიდი
img
16 - 24 °C
ვალუტის კურსი
EUR
EUR
Down
2.2145
USD
USD
Up
1.6551
RUB
RUB
Up
0.0519