გამოკითხვა
პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან რვა თვე გავიდა. კმაყოფილი ხართ თუ არა არჩევანით, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ გააკეთა?
არქივი
« ივნისი 2013 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
აზერბაიჯანი კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გამწვავებაში მესამე ძალის კვალს ხედავს
08/06/12 19:15
აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერის, იძულებით გადაადგლილებულ პირთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის, ალი გასანოვის განცხადებით, "თუ სომხეთი საოკუპაციო პოლიტიკას არ შეწყვეტს, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ნებისმიერ დროს მზად არიან სომხეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები გაათავისუფლოს".

"სახელმწიფოს მეთაურმა არაერთხელ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი არასდროს შეურიგდება უსამართლობას. ეს განცხადება დღესაც ძალაშია. ბოლო დღეებში ფრონტის ხაზზე სომხეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა დივერსიებს, რომელსაც 5 აზერბაიჯანელი სამხედრო შეიწირა. ვფიქრობ, ეს პროვოკაცია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის რეგიონში ვიზიტის წინააღმდეგ იყო მიმართული. უთუოდ რიგმა სახელმწიფოებმა, რომლებიც სომხეთს ლობიერებენ და ეს ვიზიტი არ აწყობდათ, ამ ინცინდენტს ორგანიზება გაუკეთეს", - განაცხადა ალი გასანოვმა.

მისივე თქმით, "ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაციის და ზოგიერთი ქვეყნის ცარიელი განცხადებებით ამ საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია".

"ეუთოს მინსკის ჯგუფის ბოლო განცხადება შეიძლება არაფრისმომტანად ჩაითვალოს. ბოლო 20 წლის განმავლობაში, ეუთოს ჯგუფი და სხვა სახელმწიფოები არაერთხელ გამოვიდნენ განცხადებებით, რომელიც მოუწოდებდა მოწინააღმდეგე მხარეს თავი შეეკავებინათ ომისგან, მაგრამ თვითონ ამისთვის პრაქტიკულად არაფერს არ აკეთებდნენ. განცხადებების გაკეთება და ამასთან კონკრეტული ნაბიჯების არგადადგმა, მარტივია", - აღნიშნა მან.

ირინა არდაშელია

ამინდის პროგნოზი
თბილისი
img
18 - 32 °C
ქუთაისი
img
18 - 26 °C
ბათუმი
img
17 - 24 °C
ზუგდიდი
img
19 - 25 °C
ვალუტის კურსი
EUR
EUR
Down
2.2079
USD
USD
Down
1.6556
RUB
RUB
Down
0.0523