გამოკითხვა
თქვენი აზრით, უნდა ჩატარდეს თუ არა გამოძიება 2008 წლის ომთან დაკავშირებით?
არქივი
სიახლეების გამოწერა
ხიზრი ალდამოვმა რამზან კადიროვსა და ჩეჩენ ხალხს პატიება სთხოვა
14/06/12 10:57
ხიზრი ალდამოვი ჩეჩნეთში დაბრუნდა, სადაც რესპუბლიკის პრეზიდენტს რამზან კადიროვს შეხვდა.

ხიზრი ალდამოვმა რამზან კადიროვსა და ჩეჩენ ხალხს პატიება სთხოვა და პირობა დადო, რომ ამიერიდან მხოლოდ მათი კეთილდღეობისათვის იზრუნებს.

"მე მესმის, რომ ჩეჩნეთში სიტუაცია სტაბილური გახდა. მე ყოველთვის ვცხოვრობდი იმ ოცნებით, რომ სამშობლოში დავბრუნებულიყავი. აღფრთოვენაბეული ვარ იმით, თუ როგორ ცდილობთ ქვეყანაში მშვიდობის დამყარებას. არ მრცხევნია იმის თქმა, რომ დღეს, ჩემს მიერ გაკეთებულ ბევრ პოლიტიკურ განცხადებას ვნანობ. მივხვდი, რომ არ ვიყავი მართალი, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ვალდებული ვიყავი ასე მოვქცეულიყავი, როდესაც საქართელოში ვიმყოფებოდი. დუდაევს და მასხადოვს, რომელთაც მე ვენდობოდი და გულწრფელად ვემსახურებოდი, სინამდვილეში საკუთარი ხალხისთვის კარგი არაფერი გაუკეთებიათ.
მინდა ბოდიში მოგიხადოთ თქვენც, და მთელ ჩეჩენ ერს," - განცხადა შეხვედრაზე ხიზრი ალდამოვმა.

ალდამოვის განცხადებით, ის საქართველოში დაბრუნებას იმ დრომდე არ გეგმავს, ვიდრე ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. მისივე განცხადებით, ის იცნობს "ბევრ ჩეჩენს, რომლებიც საქართველოში და სხვა მრავალ ქვეყანაში ცხოვრობენ და რომელთაც ჩეჩნეთის რესპუბლიკაში არსებულ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მცდარი წარმოდგენა აქვს. მათ უნდა იცოდნენ სიმართლე და მე მზად ვარ, ეს სიმართლე მათ მივაწოდო."
თავის მხრივ რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის ხელისუფლების ადმინისტრაციის უფროსს სთხოვა, ხიზრი ალდამოვს ახალ საცხოვრებელ ადგილას მოწყობაში დახმარებოდა.

"თქვენ დუდაევის და მასხადოვის პერიდოში მსახურობდით. მოხარული ვარ, რომ გააცნობიერეთ თქვენი შეცდომები და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენი ერისთვის ბევრ კარგ საქმეს გააკეთებთ," – აღნიშნა საუბარში ჩეჩნეთის ლიდერმა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აჰმედ ზაკაევს. ჩეჩნეთის ლიდერის განცხადებით, ის მზად იყო ლონდონიდან ჩეჩნეთში დაბრუნებულიყო, თუმცა ამის საშუალება ზაკაევს დასავლელმა სპეც-სამსახურებმა არ მისცეს.

ამინდის პროგნოზი
თბილისი
img
16 - 25 °C
ქუთაისი
img
15 - 27 °C
ბათუმი
img
14 - 23 °C
ზუგდიდი
img
16 - 26 °C
ვალუტის კურსი
EUR
EUR
Down
2.1206
USD
USD
Down
1.6350
RUB
RUB
Down
0.0522