გამოკითხვა
თქვენი აზრით, უნდა ჩატარდეს თუ არა გამოძიება 2008 წლის ომთან დაკავშირებით?
არქივი
« მაისი 2013 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
სიახლეების გამოწერა
ზაალ კასრელიშვილი: "ხიზრი ალდამოვი რუსეთის მიერ ძებნილია და ხელებაწეული არ ჩაბარდებოდა"
14/06/12 13:00
კავკასიის ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი მიიჩნევს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, ხიზრი ალდამოვის მიერ რამზან კადიროვისა და ჩეჩენი ხალხისთვის პატიების თხოვნასთან დაკავშირებით, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ კავკასიაში სიტუაციის მოსინჯვას ემსახურება.

როგორც მან "ივერონს" განუცხადა, "აღნიშნული სიმართლეს არ შეიძლება შეესაბამებოდეს, რადგან ალდამოვი რუსეთის ტერიტორიაზე ძებნილი იყო".

"რამდენიმე წელია ალდამოვს არ შევხვედრივარ, მაგრამ არამგონია ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამებოდეს, რადგან იგი წლებია რუსეთის ტერიტორიაზე ძებნილადაა გამოცხადებული. ამიტომ არამგონია ასე ხელებაწეული ჩაბარებოდა და ბოდიში მოეხადა. მე ვიცი, რომ მას გული აწუხებს და თუ სადმეა წასული, ალბათ სამკურნალოდ. ვფიქრობ, ამ დეზინფორმაციის გავრცელებით, რუსეთის სპეცსამსახურები კავკასიაში ნიადაგის მოსინჯვას ცდილობენ, თუ რა რეაქცია ექნება და რა გამოხმაურება მოყვება მათს ამ პროვოკაციას. ალდამოვს, ახლა რომც აპატიონ მერე მაინც დააკავებენ. ძალიან ბევრი ვიცი, ვინც შემოირიგეს და მერე კი საერთოდ გააქრეს", - განუცხადა "ივერონს" ზაალ კასრელიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხიზრი ალდამოვმა რამზან კადიროვს, ჩეჩენ ხალხს პატიება სთხოვა და პირობა დადო, რომ ამიერიდან მხოლოდ მათი კეთილდღეობისათვის იზრუნებს.

"მე მესმის, რომ ჩეჩნეთში სიტუაცია სტაბილური გახდა. მე ყოველთვის ვცხოვრობდი იმ ოცნებით, რომ სამშობლოში დავბრუნებულიყავი. აღფრთოვენაბეული ვარ იმით, თუ როგორ ცდილობთ ქვეყანაში მშვიდობის დამყარებას. არ მრცხევნია იმის თქმა, რომ დღეს, ჩემს მიერ გაკეთებულ ბევრ პოლიტიკურ განცხადებას ვნანობ. მივხვდი, რომ არ ვიყავი მართალი, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ვალდებული ვიყავი ასე მოვქცეულიყავი, როდესაც საქართელოში ვიმყოფებოდი. დუდაევს და მასხადოვს, რომელთაც მე ვენდობოდი და გულწრფელად ვემსახურებოდი, სინამდვილეში საკუთარი ხალხისთვის კარგი არაფერი გაუკეთებიათ.
მინდა ბოდიში მოგიხადოთ თქვენც, და მთელ ჩეჩენ ერს," - განცხადა შეხვედრაზე ხიზრი ალდამოვმა.

ირინა არდაშელია

ამინდის პროგნოზი
თბილისი
img
11 - 25 °C
ქუთაისი
img
14 - 31 °C
ბათუმი
img
13 - 23 °C
ზუგდიდი
img
14 - 28 °C
ვალუტის კურსი
EUR
EUR
Up
2.1026
USD
USD
Up
1.6354
RUB
RUB
Down
0.0522