გამოკითხვა
თქვენი აზრით, უნდა ჩატარდეს თუ არა გამოძიება 2008 წლის ომთან დაკავშირებით?
არქივი
სიახლეების გამოწერა
სერგეი ნარიშკინის კავკასიური ტურნე: ბაქოს შემდეგ — ერევანში
27/07/12 16:03

ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ რუსეთის ფედერალური კრების ქვედა პალატისსახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე სერგეი ნარიშკინი 8-10 ივლისს ბაქოში იმყოფებოდა და იქაური ხელისუფლების წარმომადგენლებთანპრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მილი-მეჯლისის თავმჯდომარის ოქტაი ასადოვის ჩათვლითსაკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა-მოლაპარაკებები ჰქონდა. მაშინ არ მოხერხდა აზერბაიჯანში გამგზავრება და აი, სერგეი ნარიშკინმა გადადებული ვიზიტი გაიხსენა და 23 ივლისს იგი გვიან საღამოს სომხეთში ჩავიდა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სერგეი ნარიშკინი ერევანში თავისმა კოლეგამსომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარემ ოვიკ აბრამიანმა მიიწვია. ალბათ, ამ გაგანია ზაფხულში, როცა საზოგადოდ პოლიტიკური ცხოვრება და საერთაშორისო დიპლომატიური აქტიურობა მეტწილად შენელებულია, საინტერესო მოვლენად წარმოგვიდგება რუსეთის მესამე პირის ვიზიტის მიმდინარეობა და შედეგები.

რუსი მთავარი კანონშემოქმედი ჯერ სომხეთის უმაღლეს ხელისუფალსპრეზიდენტ სერჟ სარქისიანს შეხვდა და ესაუბრა.

როგორც სომხური მასმედია იტყობინება, პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის ვიზიტი კიდევ უფრო მეტ იმპულსს მისცემს სომხეთ-რუსეთის სტრატგიული ურთიერთობების განვითარებას. სერჟ სარქისიანმა მაღალ დონეზე შეაფასა სერგეი ნარიშკინის მიერ შეტანილი პირადი წვლილი სომხურ-რუსული კავშირების განვითარებაში და ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი მუდმივადაა დაინტერესებული ორი ქვეყნის კავშირების გაღრმავებაში. პრეზიდენტმა გაიხსენა ერევან-მოსკოვის თანამშრომლობის ისტორიული ასპექტები და განაცხადა, რომ რუსეთთან ურყევი ურთიერთობა სომხეთის უსაფრთხოების ქვაკუთხედს წარმოადგენს. თავის მხრივ სერგეი ნარიშკინმა კმაყოფილება გამოხატა ორი ქვეყნის პარტნიორობის მაღალი დონით, განსაკუთრებით მან ხაზი გაუსვა საპარლამენტო კავშირებს და განაცხადა, რომ რუსი და სომეხი დეპუტატები ყოველთვის იდგებიან ორი ქვეყნის ისტორიული მეგობრობის სადარაჯოზე...

რასაკვირველია, ამ ტრაფარეტული ზოგადი სიტყვების უკან საკმაოდ ბევრი კონკრეტული საკითხი იმალება, რომლებიც, ბუნებრივია, ყველასთვის გასაგონად არ ითქმება. თუმცა, აქვე შევნიშნავთ, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე არ არის მაინცდამაინც ისეთი დიდი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, რომელსაც რომელიმე სტრატეგიული და უმნიშვნელოვანესი პრობლემების გადაწყვეტა-მოგვარება შეუძლია. ამგვარი საკითხებით ძირითადად ქვეყნის მეთაურებიპრეზიდენტები არიან ხოლმე დაკავებულნი. აქედან გამომდინარე, სერგეი ნარიშკინისა და სერჟ სარქისიანის შეხვედრასზრდილობიანი აუდიენციაშეიძლება ვუწოდოთ.

შედარებით უფრო უხვსიტყვიანი გამოდგა მთავარი რუსი პარლამენტარის შეხვედრა თავის სომეხ კოლეგასთანოვიკ აბრამიანთან. მათ ჟურნალისტებთან ერთობლივი ბრიფინგიც გამართეს, რომლის დროსაც მასმედიის წარმომადგენლებს ორმხრივი ურთიერთობის ზოგიერთი კონკრეტული მიმართულება გააცნეს. მაგალითად, გაირკვა, რომ მათ ისაუბრეს სომხეთის პერსპექტივაზე ევრაზიული კავშირის ფარგლებში: თურმე ერევანი ყურადღებით ადევნებს თვალს ვლადიმერ პუტინის საოცნებო პროექტისევრაზიული კავშირის განხორციელებას და ცდილობს რაიმე ფორმით მასში მონაწილეობის მიღებას. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, თუ ერევანი არ გააჭიანურებს შორიდან დაკვირვებას და მასში გაერთიანდება. თანაც, როგორი პერსპექტივა ელოდება სომხეთს! თუ შევადარებთ რუსეთის, ბელორუსის და ყაზახეთის მაჩვენებლებს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებამდე და გაწევრიანების შემდეგ, მათი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის დონე და საქონელბრუნვა 2010 წლიდან დღემდე 30%-ით გაიზარდა. აი, რა შეუძლია ერთიანობას! ამის შემდეგ მართლაც არ არის გამორიცხული, რომ სომხეთმა დაკვირვების შორი დისტანციიდან ახლოს გადაინაცვლოს და სულ რაღაც ორიოდ წელიწადში ჩვენი მეზობელი ევრაზიულ კავშირში ვიხილოთ... მაგრამ, სამწუხაროდ, ერევანს ის არ სიამოვნებს, რომ რუსეთთან საერთო საზღვარი არ გააჩნიაეს ფაქტი სომხეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დამაბრკოლებელი ფაქტორი იქნება ევრაზიისკენ მიმავალ გზაზე.

სერგეი ნარიშკინის ვიზიტის ბოლო აკორდი იყო მისი შეხვედრა სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრებთან, სამეცნიერო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, სომეხ სამეცნიერო საზოგადოებასთან. ბუნებრივია, ამ შეხვედრამაც მეგობრობის გრძნობით ჩაიარა, გამოითქვა სამეცნიერო ურთიერთობების გაღრმავების სურვილებიც. საინტერესოა, რომ სერგეი ნარიშკინი სომეხმა აკადემიკოსებმა აკადემიის ოქროს მედლით დააჯილდოვეს და საჩუქრად გადასცეს იმ სომხური წიგნის ასლი, რომელიც პირველად 1512 წელს ვენეციაში დაიბეჭდა აკოფ მეგაპერტის მიერ.

ილჰამ ალიევიპრეზიდენტი მესამე ვადით?

აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები ჯერ კიდევ შორსააქვეყნის მეთაური 2013 წლის ოქტომბერში უნდა აირჩიონ, თუმცა უკვე გაისმის ხმები, რომ ქვეყნის დღევანდელი ლიდერი და იმავდროულად მმართველი პარტიისენი აზერბაიჯანის” (“ახალი აზერბაიჯანის”) ხელმძღვანელი ილჰამ ჰეიდარ ოღლი ალიევი პრეზიდენტის სავარძელს მესამე ვადით შეინარჩუნებს. ყოველ შემთხვევაში, აი, რა განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ალი აჰმედოვმა: ილჰამ ალიევის კანდიდატურა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე სურს არა მხოლოდ პარტიის 600 ათას წევრს, არამედ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას... ყველა იმედოვნებს, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში აზერბაიჯანი მისი ხელმძღვანელობით წარმატებულ განვითარებას გააგრძელებს. ილჰამ ალიევის პრეზიდენტობის პერიოდში ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკა სწრაფად იზრდება, უმჯობესდება მოსახლეობის ცხოვრების დონე, თითოეული ადამიანის კეთილდღეობა, მატულობს აზერბაიჯანის როლი საერთაშორისო ურთიერთობებში, ძლიერდება მისი შეიარაღებული ძალები. რასაკვირველია, პარტიაენი აზერბაიჯანითავის საქმიანობაში ყველაზე დიდ ყურადღებას ქვეყნის მოქალაქეთა ინტერესების რეალიზებას უთმობს და ჩვენ, ვიცით რა აზერბაიჯანის მოქალაქეთა უმეტესობის ნება, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი პარტიის თავმჯდომარის კანდიდატურას წარვადგენთ”.

საინტერესოა, რომ 2012 წლის იანვარში გავლენიანმა ბრიტანულმა გაზეთმა თაიმს”-მა ილჰამ ალიევი იმ 100 ადამიანთა შორის დაასახელა, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მიმდინარე საერთაშორისო პოლიტიკაში. ილჰამ ალიევის მიზანია კასპიის ზღვაზე დუბაი ააშენოს, რაც მას სავსებით ხელეწიფება”,წერსთაიმსიდა იქვე მიუთითებს აზერბაიჯანის როგორც ნავთობით მდიდარი სახელმწიფოს მნიშვნელობაზე ევროპისათვის.

მთიანი ყარაბაღი: ახალი პრეზიდენტი, ძველი პრობლემები

კავკასიის პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ამ დღეებში მთიან ყარაბაღში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები გახლდათ, რომლის შედეგებმა საკმაო დიდი საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია. ჩვენს მკითხველს მოეხსენება, რომ .. “მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაიურიდიულად აზერბაიჯანის შემადგენლობაში შედის, ფორმალურად კი ის თვითგამოცხადებული სეპარატისტული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნია. მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა, ჩვენებური აფხაზეთისა და სამაჩაბლოსგან განსხვავებით, ჯერჯერობით არც ერთ სახელმწიფოს ოფიციალურად არ უღიარებია და ამიტომაც იქ ჩატარებული ყოველგვარი ღონისძიება საერთაშორისო საზოგადოების უმრავლესობისთვის უკანონოა. ამის მიუხედავად, ყარაბაღი, სხვასახელმწიფო-მოჩვენებებისმსგავსად, თავისი ცხოვრებით ცხოვრობს და ყურადღებას არ აქცევს დასავლეთის მიერ გამოთქმულ კრიტიკას...

მოკლედ, მთიან ყარაბაღში 19 ივლისს პრეზიდენტს ირჩევდნენელექტორატს არჩევანი უნდა გაეკეთებინა სამ კანდიდატსბაკო სააკიანს, ვიტალი ბალასანიანსა და არკადი სოგომონიანს შორის. აქვე დავაზუსტებთ, რომ ბაკო სააკიანი მოქმედი პრეზიდენტია და მან მეორედ წამოაყენა თავისი კანდიდატურა. არჩევნების საბოლოო შედეგები 22 ივლისს გამოცხადდა: გაიმარჯვა ბაკო სააკიანმა, რომელმაც ხმების უმეტესობა — 66%-ზე მეტი მიიღო. მართალია, მისმა კონკურენტებმა პროტესტის მსგავსი რაღაც განცხადებები გააკეთეს, თუმცა აშკარაა, რომ არავითარი შედეგი მათ უკმაყოფილებას არავითარი შედეგი არ მოჰყვება: ბაკო სააკიანს მხარს უჭერს სომხეთის ხელისუფლება და ამით ყველაფერია ნათქვამი.

გარდა ამისა, უნდა აღვნიშნოთ ერთი საინტერესო მომენტიც: ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, რომელთა შორის რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებიც არიან, განაცხადეს, რომ მიესალმებიან არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მცდელობას. ადრეც ბევრჯერ გამართულა მსგავსი ღონისძიებები მთიან ყარაბაღში (მაგალითად, პრეზიდენტებად რობერტ ქოჩარიანის — 1994 წელს, არკადი გუკასიანის — 1997 წელს და იგივე ბაკო სააკიანის — 2007 წელს არჩევა), მაგრამ მსგავსი შეფასებები არ გაკეთებულა. კიდევ ერთი შტრიხი: არჩევნებს თვალს 60-მდე დამკვირვებელი ადევნებდა რუსეთიდან, სომხეთიდან, აშშ-დან, საფრანგეთიდან, კანადიდან, ირლანდიიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, ბულგარეთიდან... აფხაზეთიდანაც დასამხრეთ ოსეთიდანაც”. ცხადია, დამკვირვებლები სტეფანაკერტში ერევნის გავლით ჩავიდნენდასამალი არ არის, რომ ისინი, მათ შორის ჩვენებურები სოხუმიდან და ცხინვალიდან, სომხეთმა ყარაბაღში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გაგზავნა...

ახალმაძველმაპრეზიდენტმა უკვე მიიღო მილოცვები როგორც სომხეთის ლიდერისგან, ასევე მისი კოლეგა სეპარატისტებისგან. მაგალითად, აფხაზეთისპრეზიდენტმაალექსანდრე ანქვაბმა ბაკო სააკიანს დღეგრძელობა და წარმატებები უსურვა: “თქვენი ხელახალი არჩევა მაღალ საზოგადოებრივ ნდობაზე მეტყველებს... ეს ნიშნავს, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა ადასტურებს მიზნებისა და ამოცანების ერთობლიობას თავის ხელისუფლებასთან ერთად. აფხაზეთისა და მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკებს ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებთ, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო დინამიურად განვითარდება. გისურვებთ დღეგრძელობას, ახალ წარმატებებს სახელმწიფოსა და ხალხის სამსახურში”. დაახლოებით იმავე შინაარსის მქონე მისალოცი წერილი გაგზავნა სტეფანაკერტში ცხინვალელმა სეპარატისტმაპრეზიდენტმალეონიდ თიბილოვმაც. აქვე მკითხველს გავახსენებთ, რომ 1990-იანი წლების ბოლოს აფხაზმა, ოსმა და ყარაბაღელმა განდგომილებმა ერთმანეთის დამოუკიდებლობა აღიარეს.

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებას, ოფიციალურმა თბილისმა მთიან ყარაბაღში ჩატარებული არჩევნები და მისი შედეგები უკანონოდ აღიარა: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს თავის ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერას აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ სცნობს 2012 წლის 19 ივლისს, მთიან ყარაბაღში გამართულ .. “საპრეზიდენტო არჩევნებს". საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიაჩნია, რომ აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის გაძლიერება, რათა მხარეებმა, კონსტრუქციული დიალოგის მეშვეობით, მიაღწიონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას.

საინტერესოა, რომ სომეხმა პოლიტოლოგებმა საქართველოს პოზიცია საკმაოდ ობიექტურად და მშვიდად შეაფასეს: როგორც ერევანში არსებული კავკასიის ინსტიტუტის დირექტორმა ალექსანდრე ისკანდერიანმა განაცხადა, ბუნებრივია, საქართველოს სხვაგვარად მოქცევა არ შეეძლომას ხომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახით პრობლემები აქვს. შესაბამისად თბილისის ოფიციალური პოზიცია ყველა სხვა არაღიარებული სახელმწიფოს მიმართ ერთნაირია. საქართველოს კოსოვოც კი არ უღიარებია, სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ...”.

საქართველოს ხელისუფლებისათვის მიუღებელია რაიმე ოფიციალური კონტაქტები ყარაბაღელ სეპარატისტებთან, მაგრამ, გვინდა თუ არ გვინდა, ეს კონტაქტები, მართალია, არაოფიციალურ დონეზე, მაგრამ მაინც არსებობს: ზოგჯერ თავგადასავლების მოყვარული რომელიმე ქართველი სტეფანაკერტში (ხანკენდში) გამართულ რომელიღაც კონფერენციაზე ამოყოფს ხოლმე თავს, ზოგჯერ კი ფულს დახარბებული ვინმე ქართველი მომღერალიშავ ბაღში” (ყარაბაღში) მღერის... რას იზამ, გლობალიზაცია ისეთი მოვლენაა, რომელიც არათუ ბუნებრივს, ყოველგვარ ხელოვნურ ბარიერებსაც კი სპობს.

დღეს ამით დავამთავროთ. მომავალკავკასიურ მიმოხილვამდე”!

სიმონ კილაძე




ამინდის პროგნოზი
თბილისი
img
16 - 27 °C
ქუთაისი
img
17 - 28 °C
ბათუმი
img
17 - 23 °C
ზუგდიდი
img
18 - 27 °C
ვალუტის კურსი
EUR
EUR
Down
2.1206
USD
USD
Down
1.6350
RUB
RUB
Down
0.0522