გამოკითხვა
თქვენი აზრით, უნდა ჩატარდეს თუ არა გამოძიება 2008 წლის ომთან დაკავშირებით?
არქივი
სიახლეების გამოწერა
ილჰამ ალიევმა სომეხი ოფიცრის მკვლელობაში ბრალდებული შეიწყალა
31/08/12 16:05
აზერბაიჯანელი ოფიცრის რამილ საფაროვის ექსტრადიციის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მისი შეწყალების შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი. რამილ საფაროვს ექსტრადიციის შემდეგ თავისი სასჯელის დარჩენილი ნაწილი უნდა მოეხადა, რაც სამუდამო პატიმრობას გულისხმობდა.

პრეზიდენტმა ალიევმა ბუდაპეშტის სასამართლოს მიერ გასამართლებული საფაროვის შეწყალების შესახებ ბრძანებას ხელი დღეს მოაწერა. ის ძალაში მისი გამოქვეყნებისთანავე შედის.

35 წლის რამილ საფაროვი, რომელიც უნგრეთში ნატოს 2004 წლის სამხედრო სწავლებაში მონაწილეობდა, სომეხი ოფიცრის გურგენ მარკარიანის მკლელობაში იყო ბრალდეული. ბუდაპეშტის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საფაროვს სამუდამო პატიმრობა, 30 წლის განმავლობაში შეწყალების უფლების გარეშე შეეფარდა.

ბმული=>>