17/09/12 11:23
რუსეთის სამხრეთ რეგიონებში მასშტაბური სამხედრო სწავლება "კავკასია-2012" იწყება, სადაც 8 ათასი სამხედრო, 200 საბრძოლო მანქანა და 100-მდე საარტილერიო იარაღი იქნება ჩართული. სამხედრო მანევრებში მონაწილეობას ათი საზღვაო საბრძოლო ხომალდი და კატერიც მიიღებს.
სწავლება ორ ეტაპს მოიცავს, რომლის დროსაც შავი და კასპიის ზღვების აკვატორიებსა და ოთხ პოლიგონზე პრაქტიკული მოქმედებები გაიმართება. სწავლების პირველი ეტაპი კრასნოდარის მხარეში მდებარე "რაევსკის" პოლიგონზე გაიმართება.
სწავლების გახსნაზე რუსეთის პრეზიდენტს _ ვლადიმერ პუტინსაც ელოდებიან. მანევრების მიმდინარეობას თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი, კრასნოდარის მხარის ხელისუფლება და სამხრეთის მხარის სამხედრო ჯარების სარდლობა მიადევნებს თვალს.
მიუხედავად იმისა, რომ სწავლება რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, ქართულ მხარეს არაერთხელ განუცხადებია, რომ "კავკასია-2012" კავკასის რეგიონის სახელმწიფოების დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის მიერ წინათ გაკეთებული განცხადებების თანახმად, რუსეთი სწავლების ფარგლებში, საქართველოში წინასაარჩევნოდ შიდაპოლიტიკურ საქმეეზე გავლენის მოხდენას ცდილობს.
ამის საპასუხოდ, ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ სამხედრო სწავლება რუსეთის მეზობელი ქვეყნების შიდაპოლიტიკურ სიტუაციებთან და მათ შორის, საქართველოში 1 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებული არ არის.
"კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის ნიკოლაი კორჩუნოვის განცხადებით, რუსეთი "არასოდეს ჩარეულა საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში და არც ამჯერად აპირებს ჩარევას". ოფიციალური მოსკოვის გადაწყვეტილებით, "კავკასია-2012"-ის რუკიდან ჩეჩნეთი ამოიღეს. ამას გარდა, სწავლებაში არ იქნება ჩართული სომხეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და დე-ფაქტო აფხაზეთის სამხედრო დანაყოფები. რუსული მხარის განცხადებით, რუსეთს კავკასიაში ზედმეტი დაძაბულობის შექმნა არ სურს და ამიტომაც, მათ უარი თქვეს სწავლების საქართველოს საზღვრებთან ახლოს ჩატარებაზე.
ცოტა ხნის წინ, ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა რუსეთს აღნიშნული სწავლების ფარგლებში სრული გამჭვირვალობისკენ მოუწოდა.
"სწავლების წინააღმდეგნი არ ვართ. ჩვენ რუსეთს გამჭვირვალობისკენ მოვუწოდებთ. რა არის სწავლების მიზეზი და კონკრეტულად, სად და როდის ჩატარდება მანევრები? ამის შესახებ ჩვენ არანაირ ინფორმაციას არ ვფლობთ რუსეთისგან", - განაცხადა რასმუსენმა "ევრონიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
ნიკოლაი კორჩუნოვის განცხადებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, აღნიშნულ სწავლებებთან დაკავშირებით, ნატოს ამომწურავი ინფორმაცია უკვე წარუდგინა, "ამიტომაც, დასავლელი პარტნიორების განცხადება, არაინფორმირებულობასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად უსაფუძვლოა".
ბმული 1
ბმული 2