გამოკითხვა
თქვენი აზრით, უნდა ჩატარდეს თუ არა გამოძიება 2008 წლის ომთან დაკავშირებით?
არქივი
« მაისი 2013 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
სიახლეების გამოწერა
"სევერნი კავკაზი": კრასნოდარის მხარეში იძულებით გადასახლებული თურქი-მესხები თავს საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად თვლიან
17/05/12 18:36
თურქი-მესხები, რომლებიც საკუთარი ისტორიული სამშობლოდან კრასნოდარის მხარეში იძულებით გადაასახლეს, საკუთარ ნაციონალურ ტრადიციებს დღემდე ინარჩუნებენ და აქტიურად მონაწილეობენ ყუბანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამის შესახებ "სევერნი კავკაზი" წერს.

ყირიმის მხარის განცხადებით, "თურქი-მესხების ეთნიკური ჯგუფის იმ ნაწილმა, რომლებიც გასული საუკუნის 80-იან წლებში იძულებით გადაასახლეს, რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბოლომდე ჩაერთვნენ".

"რეგიონში მესხები მათთვის ტრადიციული საქმიანობით არიან დაკავებულნი – ისინი მისდევენ სოფლის მეურნეობას, ვაჭრობას, სამშენებლო ბიზნესს. ახალგაზრდები უმაღლეს განათლებას იღებენ მხარეში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მისდევენ სპორტს. ისლამის ერთგული მიმდევრები აღნიშნავენ როგორც რელიგიურ, ასევე რუსულ სახელმწიფოებრივ დღესასწაულებს" – წერს გამოცემა.

კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციის განცხადებით, "იძულებით გადაადგილებულ პირთა უმრავლესობა ყუბანის ტერიტორიაზე ჩაასახლეს, სადაც ისინი ყოველგვარი უფლებებით სარგებლობენ – ქმნიან საზოგადოებრივ გაერთიანებებს, რელიგიურ ორგანიზაციებს და მიგრაციის პროცესის მონიტორინგის ჯგუფთან ორმხრივი თანამშრომლობით, საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთში გადასახლების პირველ ეტაპზე წარმოქმნილი კონფლიქტები თავისით მოგვარდა".

"სევერნი კავკაზის" ცნობით, ყუბანში თურქული დიასპორა ოთხ რაიონშია ჩასახლებული.

ლინკი=>>