გამოკითხვა
თქვენი აზრით, უნდა ჩატარდეს თუ არა გამოძიება 2008 წლის ომთან დაკავშირებით?
არქივი
სიახლეების გამოწერა
აკაკი მინაშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში საარჩევნო გარემო არ გაუარესებულა
15/06/12 17:00
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი საარჩევნო გარემოს გაუარესებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებას არ ეთანხმება.

საუბარია "სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ანგარიშზე, რომელშიც ნათქვამია, რომ წინა თვესთან შედარებით საარჩევნო გარემო უფრო მეტად არის დამძიმებული.

როგორც "ივერონს" მინაშვილმა განუცხადა, "საქართველოს ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა საიმისოდ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები უფრო თავისუფალი და სამართლიანი იყოს".

"არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიში თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ანგარიშს არ ვეთანხმები. საქართველომ ძალიან ბევრჯერ წარმატებით და დემოკრატიულად ჩაატარა არჩევნები, მათ შორის 2008 და 2010 წლებში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია სკეპტიკურად იყო განწყობილი, ეუთომ ძალიან ცალსახად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ ეს იყო არჩევნები, სადაც ამომრჩეველთა ნება გამოიხატა", - მიაჩნია დეპუტატს, რომელიც მიიჩნევს, რომ "საქართველოში დემოკრატია, რომელიც სამართლიან არჩევნებში გამოიხატება არის ურყევი და მომავალშიც ასე გაგრძელდება".

შეგახსენებთ, რომ "სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" მიერ ჩატარებული საანგარიშო პერიოდში გაცილებით მეტი ხარვეზისა და დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა, ვიდრე წინა თვის მონიტორინგის პერიოდში.

კერძოდ, სამართლიანი არჩევნების დაკვირვებით, მონიტორინგის პერიოდში დაფიქსირდა სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების 10, მუქარის და ზეწოლის - 9, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების - 2, ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელისშეშლის - 4, სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობის ხელისშეშლის - 2 და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 6 შემთხვევა.