15/06/12 21:55
პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერები კახა შარტავა, ზვიად ძიძიგური და სოზარ სუბარი დმანისის კულტურის სახლში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
ლიდერებმა შეკრებილ საზოგადოებას კოალიციის საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნეს და პოლიტიკურ ბრძოლაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდეს.
ზვიად ძიძიგურის განცხადებით, მითი იმის შესახებ, რომ ქვემო ქართლის მოსახლეობის საარჩევნო ხმები ხელისუფლებას ჯიბეში უდევს, ოქტომბერში დაიმსხვრევა.
,,ამბობენ, რომ აქ ხალხი დაშინებულია, მაგრამ ასე არ ყოფილა. მოსახლეობა დღევანდელი ხელისუფლებით გაბრაზებულია და იმედგაცრუებული. ამ მიწის პატრონი ხალხი არ შეიძლება ღარიბი იყოს, მაგრამ ეს მიწა რიგით დმანისელებს კი არა, ცალკეულ დეპუტატებსა და გამგებლებს ეკუთვნით", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა და იქვე დასძინა, რომ ქვემო-ქართლის მოსახლეობასთან რეგიონალური შეხვდრა, მარნეულში შედგება.
მომავალ საპარლამენტო არჩვენებზე ესაუბრა დმანისელებს ,,ეროვნული ფორმის" ლიდერი კახა შარტავა.
,,დღევანდელი მთავრობა ხელისუფლებაში დარჩენას ძალადობით ცდილობს. როცა ვადა ამოგეწურება უნდა წახვიდე ან ხალხმა უნდა გთხოვოს დარჩენა. ამათ კი არავინ ეხვეწება დარჩენას - პირიქით. ეს რეჟიმი არჩევნებს ვეღარ გააყალბებს, რადგან გაყალბებულ არჩევნებს ვერსად წაიღებს ვერ შეირგებს. არჩევნებზე თქვენ ან ფსევდო სინგაპური უნდა შემოხაზოთ ან ერთიანი საქართველო", - მამართა დმანისელებს კახა შარტავამ.
ეკა წივწივაძე