30/06/12 20:51
პრემიერ მინისტრად დანიშვნის შემდეგ პრეზიდენტის სასახლეში ვანო მერაბიშვილმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ის პროგრამა წარადგინა, რომლის განხორციელებასაც ხვალიდან დაიწყებს.
მის გეგმაში მთავარი პრიორიტეტი დასაქმება, ქართული სოფელი და ჯანდაცვა იქნება.
"მე ვაპირებ ორშაბათსვე წარმოვადგინო გეგმა და ამ გეგმაში ზუსტად, თანმიმდევრულად იქნება გაწერილი თუ რას გავაკეთებთ ჩვენ დღეს, ხვალ და წლების შემდეგ. გეგმაში იქნება მთავრი სამი პრინციპი, ეს არის: დასაქმება, სოფლის განვითარება და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა. რადგან საქართველოში მთავრ გამოწვევად რჩება უმუშევრობა, ბევრია ადამიანი, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა მიიღოს ჯანდაცვა და საქართველოს სოფელს სჭირდება განვითარება. ვიცი, რომ საქართველოში არის ბევრი უმუშევარი, მესმის მათი და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამ ადამიანებს მივცეთ დამატებითი შესაძლებლობა დასაქმებისა. უნდა შევქმნათ გეგმა, რომლის მთავრი მიზანი იქნება საყოველთაო დაზღვევა. მე ვიცი რა სჭირდება ქართულ სოფელს, ჩვენი გეგმით გავაძლიერებთ ქართულ სოფელს და ქართველ გლეხს. ძლიერი ქართველი გლეხი ყოველთვის იყო და იქნება ძლიერი საქართველოს საწინდარი", – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.