16/07/12 17:38
საქართველოს ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, "ზურაბ ჟვანია რომ არ მოეკლათ, ქვეყნის პრეზიდენტი დღეს ის იქნებოდა".
ამის შესახებ ექს-პრეზიდენტმა გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ მან განაცხადა, "ედუარდ შევარდნაძე რომ არ ყოფილიყო, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი არ იქნებოდა" და ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადა. ჟურნალისტმა მას, აღნიშნული განცხადების შემდეგ ხალხის განწყობა გააცნო. კერძოდ, ჟურნალისტის თქმით, საზოგადოება მიმართავს ექს-პრეზიდენტს – როგორც მოიყვანეთ სააკაშვილი, ისე წაიყვანეთო.
"მე არ მიგულისხმია, რომ "ვარდების რევოლუცია" ფარსი იყო და სააკაშვილი მე მოვიყვანე. ეს იყო ნამდვილი სახელმწიფო გადატრიალება, რომლის შემდეგაც სათავეში მოვიდა სააკაშვილი. ის მე არ მომიყვანია, შესაბამისად არც მასზე ზემოქმედების ბერკეტი გამაჩნია. მისი შეჩერება მე არ შემიძლია. უბრალოდ, როდესაც გადამწყვეტ მომენტში პიროვნების შერჩევის დროს შეცდომას უშვებ, ბოდიშის მოხდა ცოტაა. ეს იყო მთელი თაობა და მე იმ თაობას თავის დროზე ვენდობოდი, განსაკუთრებით ჟვანიას. ჟვანია რომ არ მოეკლათ, დღეს პრეზიდენტი ის იქნებოდა",- განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.