გამოკითხვა
პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან რვა თვე გავიდა. კმაყოფილი ხართ თუ არა არჩევანით, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ გააკეთა?
არქივი
« ივნისი 2013 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
გოკა გაბაშვილი: "საარჩევნო კამპანიის დასაწყებად იდეალური სასტარტო პირობები გვაქვს"
16/07/12 18:38
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებისთვის "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგის რამდენიმე პროცენტიან ცვლილებას მნიშვნელობა არ აქვს.

დეპუტატ გოკა გაბაშვილის თქმით, მისთვის მთავარია, რომ "ნაცმოძრაობას" ბევრად მეტი ამომრჩეველი ჰყავს, ვიდრე მის ოპონენტებს.

"ნაციონალურ მოძარობას" ორჯერ მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე "ქართულ ოცნებას". ზოგადად NDI ე.წ. გადაუნაწილებელ მონაცემებს აქვეყნებს, მას ასეთი სპეციფიკა აქვს, თუმცა თუ მხედველობაში ამ ე.წ. გადანაწილებულ ამომრჩევლებს მივიღებთ, ჩვენ უფრო მაღალი მხარდაჭერა გვაქვს. NDI-ის მონაცემები სხვა კვლევების შედეგებს ემთხვევა", - აცხადებს გაბაშვილი და კვლევების ჩატარებისთვის NDI-ს მადლობას უხდის.

"ჩვენ საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევებს ვენდობით. მადლობას ვეუბნებით ასევე ამომრჩეველს ნდობისთვის. ჯერ საარჩევნო კამპანია არ დაგვიწყია. საარჩევნო კამპანიის დასაწყებად იდეალური სასტარტო პირობები გვაქვს. ამომრჩეველი საბოლოო გადაწყვეტილებას არჩევნების დღეს მიიღებს", - მიაჩნია მას.

შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევების თანახმად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო რეიტინგი შემცირებულია.

კითხვაზე, "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას", 36% ხმას მმართველ გუნდს მისცემდა. თებერვლის კვლევაში კი "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო რეიტინგი 47% იყო.

ამასთან, NDI-ის თებერვლის კვლევასთან შედარებით გაზრდილია კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო რეიტინგი, მას გამოკითხულთა 18% მისცემდა ხმას.


ამინდის პროგნოზი
თბილისი
img
16 - 25 °C
ქუთაისი
img
13 - 26 °C
ბათუმი
img
17 - 24 °C
ზუგდიდი
img
14 - 26 °C
ვალუტის კურსი
EUR
EUR
Up
2.2062
USD
USD
Up
1.6478
RUB
RUB
Up
0.0513