გამოკითხვა
თქვენი აზრით, უნდა ჩატარდეს თუ არა გამოძიება 2008 წლის ომთან დაკავშირებით?
არქივი
« მაისი 2013 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
სიახლეების გამოწერა
"ნაციონალები" დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებენ
14/08/12 18:32
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს და აცხადებს, რომ "პარტია საკუთარ თავს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეზღუდვის მაღალ სტანდარტს უწესებს". მმართველი გუნდის განცხადებას "ივერონი" უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ იმთავითვე იყო გაცხადებული, რომ დიდგორის ველზე 12 აგვისტოს დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩვენ პარტიული ღონისძიების მოწყობას ვგეგმავდით.

ღონისძიება დაგეგმილი იყო დილის 10:00-დან 12:30 საათამდე იმის გათვალისწინებით, რომ 13:00 საათიდან დიდგორის ველზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ საჯარო ღონისძიებების მოწყობა იყო დაგეგმილი.

სამწუხაროდ, ღონისძიების მასშტაბურობიდან და მასში მონაწილე პარტიული აქტივისტებისა და მოხალისეების რაოდენობიდან გამომდინარე, ღონისძიება ვერ დასრულდა დაგეგმილ დროზე და იგი დაახლოებით 14:00 საათამდე გაგრძელდა.

შესაბამისად, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, ჩვენი პარტიული ღონისძიება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი ღონისძიების (საჯარო კონცერტის) პარალელურად მიმდინარეობდა.

მიუხედავად იმისა, რომ კონცერტს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებისა და მოხალისეების გარდა, სხვა პირებიც ესწრებოდნენ, საზოგადოების ნაწილს მაინც დარჩა შთაბეჭდილება, რომ მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული კონცერტი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიული ღონისძიების ნაწილი იყო. ამ საკითხზე საზოგადოებას გარკვეული კითხვები გაუჩნდა, მათ შორის, "ნაციონალურ მოძრაობას" შეკითხვებით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამაც მიმართა.

ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ ჩვენი მიზანია გავიმარჯვოთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, რისთვისაც პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას ერთიანი ქცევის წესები შევთავაზეთ.

ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, პარტიის ფონდიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს სრულად ავუნაზღაუროთ დიდგორობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საჯარო კონცერტის ორგანიზებისთვის გაღებული ხარჯები.

დამატებით აღვნიშნავთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ პარტიული ღონისძიების დასაფინანსებლად გაღებული ყველა ხარჯი საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით იქნა გაღებული და საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს", - ნათქვამია განცხადებაში.


ამინდის პროგნოზი
თბილისი
img
11 - 24 °C
ქუთაისი
img
14 - 31 °C
ბათუმი
img
13 - 23 °C
ზუგდიდი
img
14 - 28 °C
ვალუტის კურსი
EUR
EUR
Up
2.1026
USD
USD
Up
1.6354
RUB
RUB
Down
0.0522