გამოკითხვა
თქვენი აზრით, უნდა ჩატარდეს თუ არა გამოძიება 2008 წლის ომთან დაკავშირებით?
არქივი
სიახლეების გამოწერა
ახალაიას მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენის დღე ალასანიასთვის ორიგინალობით გამორჩეული არ ყოფილა
21/08/12 16:26
დავით ბაქრაძის მიერ როლანდ ახალაიას ზუგდიდის მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენის დღე ალასანიასთვის ორიგინალობით გამორჩეული არ ყოფილა. ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს კვლავაც განაგრძობს.

კოალიცია "ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია დღეს სოფელ ცაიშის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო.

როგორც ზუგდიდის რაიონის სხვა სოფლებში, ცაიშშიც მოსახლეობის მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. ადგილობრივებს მიწების დასამუშავებლად და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების საწარმოებლად არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. სოფელს წყლისა და გზების პრობლემა აქვს; მოშლილია ჯანდაცვის სისტემა, არ მუშაობს სოციალური დახმარების პროგრამები, ცაიშელ ბავშვებს არ აქვთ სკოლა, განათლების მისაღებად მოსწავლეებს 6-7 კილომეტრის გავლა უწევთ.

ირაკლი ალასანიამ ცაიშელებს კოალიცია "ქართული ოცნების" გეგმები გააცნო და იმ პროექტებზე ესაუბრა, რომელიც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ამოქმედდება. მოსახლეობის განსაკუთრებული დაინტერესება სოფლის მეურნეობის განვითარების და ამ სფეროში მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელებისა და განათლების სისტემის ხელმისაწვდომობის პოლიტიკამ, აგრეთვე ჯანდაცვის სფეროს სტრატეგიამ გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის რაიონში ირაკლი ალასანიას ძირითადი კონკურენტი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი როლანდ ახალაია გახლავთ, რომელიც პარლამენტის თავჯდომარემ მაჟორიტარობის კანდიდატად დღეს წარადგინა.

ამინდის პროგნოზი
თბილისი
img
16 - 28 °C
ქუთაისი
img
22 - 36 °C
ბათუმი
img
21 - 32 °C
ზუგდიდი
img
20 - 37 °C
ვალუტის კურსი
EUR
EUR
Up
2.1077
USD
USD
Up
1.6348
RUB
RUB
Up
0.0519