24/09/12 15:36
"ამომრჩეველთა ლიგის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გოგა ხაინდრავა აცხადებ, რომ მის სახლზე თვალთვალს უშიშროება გუშინ გვიან ღამიდან აწარმოებს. ამის შესახებ მან "ივერონთან" საუბარში განაცხადა.
"გუშინ წამოვედი თუ არა ფილარმონიის მიტინგიდან, სამი მანქანა "დამაჯდა კუდზე". მე უკვე გამოცდილება მაქვს მათთან ურთიერთობის, რადგან ეს იგივე უშიშროებაა, რაც 25 წლის წინ საბჭოთა კავშირის დროს იყო. დღეს დედის ორმოცი მაქვს, სტუმრები მყავს. რომ გავიდნენ და ჰკითხეს, ვინ ხართო, კუდის თანამშრომლები აღმოჩნდნენ და ასე უთხრეს, სპეცოპერაციას ვატარებთო. მერე პრესა გამოჩნდა და ისინიც იძულებულები გახდნენ, დაშლილიყვნენ. თუმცა შორს არ წასულან, ისევ აქ ტრიალებენ. თავში ქვა უხლიათ, მუცელში _ სამართებელი. მე ვერ შემაშინებენ. ციხეშიც ნაჯდომი ვარ. ციხის სააკაშვილს, მერაბიშვილს და ყველაზე მეტად ბოკერია-ახალაიებსა და რამიშვილს უნდა ეშინოდეთ. იმიტომ, რომ ეს ციხეები კი არ არის, ეს ზოოპარკი, ჰერბარიუმი და კონცლაგერია. ძალიან კარგადაც ვიცი, რამ გაამწარათ. ჩემმა ფილმა, რომელიც ევროპაში ჩავიტანე და წერტილი დავუსვი ამათ", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, სააკაშვილზე და მის რეჟიმზე უფრო მეტად ის ხალხია საშიში, ვისაც დღეს 5-ნომრიანი მაისურები აცვიათ.
"რომ უყურებ 15 წლის ბავშვს, როგორ აუპატიურებენ ცოცხით, შენ კი მეორე დღეს გამოდიხარ და ტაშს უკრავ სააკაშვილს, ეს არის უბედურება. ამ მანკიერებამ წარმოშვა სააკაშვილი. თორემ სააკაშვილი წამია, უბედური წამი, რომელიც ძალიან მალე დასრულდება", - დასძინა "ივერონთან" საუბარში გოგა ხაინდრავამ.