გამოკითხვა
თქვენი აზრით, უნდა ჩატარდეს თუ არა გამოძიება 2008 წლის ომთან დაკავშირებით?
არქივი
სიახლეების გამოწერა
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთა ხელმძღვანელობას გიორგი დემეტრაძის მხარდამჭერი აქციის "დაბლოკვაში" ადანაშაულებს
23/02/12 11:31
საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთა ხელმძღვანელობას პატიმრობაში მყოფი ცნობილი ქართველი ფეხბურთელის გიორგი დემეტრაძის მხარდამჭერი აქციის "დაბლოკვაში" ადანაშაულებს.

"ორგანიზაციაში ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძის მხარდამჭერი აქციის გამართვის იდეა გაჩნდა. ვგეგმავდით, ვაკეში, ფეხბურთის ფედერაციასთან შევკრებილიყავით, დემეტრაძის საფეხბურთო ფორმა ჩაგვეცვა, კარში კი შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის ფიტული ჩაგვეყენებინა და მისთვის გოლები გაგვეტანა. როდესაც ეს იდეა "ქართული ოცნების" პრეს-სპიკერის მაია ფანჯიკიძის "მარჯვენა ხელს" მაია ცქვიტინიძეს გააცნეს, იკითხა, ვინ იყო დემეტრაძე. შემდეგ ინიციატივა თავად ფანჯიკიძეს გააცნეს, რომელმაც განაცხადა, "სპორტული საზოგადოება ხომ არ ვართ, ეგ ფეხბურთელებმა გააკეთონო" – განუცხადა "ივერონს" აქციის ერთ-ერთმა ინიციატორმა, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა.

de"ივერონი" ინფორმაციის გადამოწმების მიზნით საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პრეს-სპიკერს მაია ფანჯიკიძეს დაუკავშირდა, რომელმაც იდეის არსებობა დაადასტურა, თუმცა დაბლოკვა უარყო.

"დემეტრაძის მხარდამჭერი აქციის გამართვის სურვილი ნამდვილად არსებობდა, თუმცა რაიმე კონკრეტული შემოთავაზება არ ყოფილა. ამ თემაზე ზოგადი საუბარი შედგა. რაც შეეხება იდეის დაბლოკვას, ეს სიმართლეს არ შეესაბამება"- აღნიშნა მან.

გვანცა ფიფია

საინფორმაციო სააგენტო "ივერონი"


ამინდის პროგნოზი
თბილისი
img
16 - 27 °C
ქუთაისი
img
17 - 29 °C
ბათუმი
img
17 - 23 °C
ზუგდიდი
img
17 - 27 °C
ვალუტის კურსი
EUR
EUR
Down
2.1206
USD
USD
Down
1.6350
RUB
RUB
Down
0.0522