გამოკითხვა
თქვენი აზრით, უნდა ჩატარდეს თუ არა გამოძიება 2008 წლის ომთან დაკავშირებით?
არქივი
სიახლეების გამოწერა
დიმიტრი მედვედევი: "თუ 2008 წლის მოვლენები განმეორდება, ჩვენი პასუხი ისეთივე მტკიცე, ეფექტური და საკმარისი უნდა იყოს"
23/02/12 18:14
რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, "თუ 2008 წლის მოვლენები განმეორდება, რუსეთის პასუხი ისეთივე მკაცრი, მტკიცე, ეფექტური და საკმარისი უნდა იყოს".
ამის შესახებ მედვედევმა დღეს მოსკოვის ოლქის სოფელ ილინსკოეში სამშობლოს დამცველის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელშიც, მათ შორის, 2008 წლის ომისადმი მიძღვნილი რუსული ბლოკ-ბასტერის შემქმნელებმა მიიღეს მონაწილეობა.

"ძალზე მნიშვნელოვანია, 2008 წლის მოვლენები გვახსოვდეს, რათა მსგავსი სამხედრო კონფლიქტები აღარ განმეორდეს. ეს საჭიროა ასევე იმ ადამიანების ხსოვნისთვის, ვინც ჩვენი თანამოქალაქეების დაცვის დროს დაიღუპა. ეს მოვლენები არ უნდა განმეორდეს, მაგრამ თუ განმეორდება, ჩვენი პასუხი უნდა იყოს ისეთივე მკაცრი, მტკიცე, ეფექტური და საკმარისი, როგორიც 2008 წელს", - განაცხადა მედვედევმა.


ირინა არდაშელია



ამინდის პროგნოზი
თბილისი
img
16 - 27 °C
ქუთაისი
img
17 - 28 °C
ბათუმი
img
17 - 23 °C
ზუგდიდი
img
18 - 27 °C
ვალუტის კურსი
EUR
EUR
Down
2.1206
USD
USD
Down
1.6350
RUB
RUB
Down
0.0522