გამოკითხვა
თქვენი აზრით, უნდა ჩატარდეს თუ არა გამოძიება 2008 წლის ომთან დაკავშირებით?
არქივი
« მაისი 2013 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
სიახლეების გამოწერა
ბიძინა ივანიშვილი: "დღეს საქართველოში ბიზნესს პროკურორი მართავს"
28/02/12 15:43
საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის აზრით, "დღეს ბიზნესი მთლიანად მონოპოლიზებულია და სახელმწიფოს მიერ არის მართული".

"ყველაზე ცუდი, რაც ანგრევს და რეალურად, პერსპექტივას უკარგავს ბიზნესს, არის ის, რომ სახელმწიფო ჩინოვნიკი და მათ შორის პრეზიდენტი კერძო ბიზნესში ერევიან. შემიძლია, ძალიან კარგი მაგალითი მოგიყვანოთ, რაზეც ელჩებთან შეხვედრაზეც ვისაუბრე: იცით, როგორი უკანონობა ჩაიდინეს "ქართუ ბანკის" წინააღმდეგ? ბანკებზე პოლიციური ზედამხედველობის თვალსაზრისით ისეთი კანონი შემოიღეს, რომ ასეთ პირობებში ბანკების არსებობა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, როდესაც ჩვენ კომერციული ბანკების ასოციაცია მოვიწვიეთ, წარმოიდგინეთ, რომ შეკრებაზე არც ერთი ბანკის წარმომადგენელი არ მოვიდა. იმდენად დაშანტაჟებული, დაშინებული და მართულია ბიზნესი, რომ შეკრებაზე მოსვლა ვერც ერთმა კომერციულმა ბანკმა ვერ გაბედა. არადა, ამ კანონით ნებისმიერი ბანკი შეუძლიათ, ხვალ და ზეგ გააკოტრონ. აქ რამდენიმე ადამიანის მიერ იმართება ყველაფერი. პროკურორ ადეიშვილს აქვს შექმნილი რაღაც მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც აკონტროლებს ნებისმიერ გადარიცხვას და რეალურად, ყველა ბიზნესს. ასეთია სინამდვილე: საქართველოში ბიზნესების მართვას პროკურორი ახორციელებს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამ პირობებში ვერც ბიზნესი განვითარდება და ვერც სამუშაო ადგილები შეიქმნება" - განუცხადა ტსპრესს.გე-ს ივანიშვილმა.

ამასთან, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ანტიმონოპოლიური სამსახურის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ "ეს სამსახური ქვეყანაში რეალურად უნდა მუშაობდეს".

"ამ ხელისუფლებას, პირიქით, ჰქონდა მონოპოლიების შექმნის მცდელობა და შექმნეს კიდეც. ანტიმონოპოლიური სამსახური აბსოლუტურად შენგებულად საერთოდ გააუქმეს. დღევანდელ საკანონმდებლო ბაზაში ბევრი არაფერია შესაცვლელი, უბრალოდ მისი შესრულების ნება უნდა არსებობდეს. ანტიმონოპოლიური სამსახური რეალურად უნდა მუშაობდეს. კანონი უნდა კანონობდეს. მონოპოლიური ბიზნესის, ასე ვთქვათ, "ჭკუაზე მოყვანა" კონკურენტული გარემოს შექმნას შეუძლია", - აცხადებს ივანიშვილი.

ამინდის პროგნოზი
თბილისი
img
12 - 23 °C
ქუთაისი
img
16 - 28 °C
ბათუმი
img
13 - 22 °C
ზუგდიდი
img
13 - 25 °C
ვალუტის კურსი
EUR
EUR
Down
2.1049
USD
USD
Down
1.6360
RUB
RUB
Down
0.0521