გამოკითხვა
თქვენი აზრით, უნდა ჩატარდეს თუ არა გამოძიება 2008 წლის ომთან დაკავშირებით?
არქივი
« მაისი 2013 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
სიახლეების გამოწერა
მატვეი განაპოლსკი არ ფიქრობს, რომ მისი თაობა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს იურისდიქციის აღდგენას მოესწრება
05/03/12 16:27
რუსეთში მოღვაწე ცნობილი ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და ბლოგერი მატვეი განაპოლსკი არ ფიქრობს, რომ მისი თაობა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს იურისდიქციის აღდგენას მოესწრება.

ამის შესახებ მან დღეს "ივერონის" პრეს-კლუბში სტუმრობისას განაცხადა.

მატვეი განაპოლსკის აზრით, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ხელისუფლებიდან ვლადიმერ პუტინის ან მიხიელ სააკაშვილის წასვლის შემდეგ დასტაბილურდება.

"აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის ბიუჯეტს ბუასილივით ჰკიდია. მიუხედავად ამისა, მოსკოვი ამ ტერიტორიებს არ თმობს, საქართველო კი ნატო-სკენ სწრაფვას არ იშლის, რაც რუსეთის მთავარი გამაღიზიანებელი ფაქტორია. ამ ვითარებაში ძნელი წარმოსადგენია, ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში რაიმე შეიცვალოს" – განმარტა ჟურნალისტმა.

საინფორმაციო სააგენტო ,,ივერონის" დღევანდელმა სტუმარმა ორ ქვეყანას შორის არსებულ განსხვავებებზეც გამახვილა ყურადღება.

,,რუსეთთან შედარებით, საქართველო მარსია, ავატარი, სხვა სამყარო. რუსეთში წლებია, ცვლილებები არ ხდება, ხალხი ვერ ვითარდება. საქართველოში კი ხალხმა იცის, რას აპირებს ხელისუფლება. რამდენი გზა იგება, რამდენი ხიდი შენდება... ხალხი ინფორმირებულია და სულ სხვა საკითხია, რამდენად ასრულებს ხელისუფლება თავის დანაპირებს" –დასძინა მატვეი განაპოლსკიმ.



ამინდის პროგნოზი
თბილისი
img
16 - 25 °C
ქუთაისი
img
14 - 26 °C
ბათუმი
img
13 - 21 °C
ზუგდიდი
img
14 - 23 °C
ვალუტის კურსი
EUR
EUR
Down
2.1049
USD
USD
Down
1.6360
RUB
RUB
Down
0.0521