15/03/12 13:40
საქართველოს მთავრობა ნდობის მისაღებად პარლამენტის წინაშე წარსდგება.
ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა და იქვე დასძინა, რომ "ეს პროცესი მომავალ კვირას დასრულდება".
დღესვე ცნობილი გახდა, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინიტრი ანდრია ურუშაძე ამ თანამდებობაზე საქართველოს ყოფილმა ელჩმა შვეიცარიასა და ლიხტენშტეინში ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჩაანაცვლა, ხოლო თავად ურუშაძე თბილისის მერის მოადგილის პოსტზე გადაინაცვლებს.
"მადლობას ვუხდით ანდრია ურუშაძეს იმ წარმატებული რეფორმებისთვის, რომელიც მისი მოღვაწეობის პერიოდში გატარდა. რეალურად, ვექტორი შეიცვალა: აშენდა 90 ახალი საავადმყოფო. გარდა ამისა, აშენდება კიდევ ძალიან ბევრი და სხვა ახალი რეფორმებიც დაიწყება. ანდრია ურუშაძე თბილისის მერის მოადგილის პოსტზე გადაინაცვლებს და სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას", - განაცხადა ნიკა გილაურმა.
რაც შეეხება ზურაბ ჭიაბერაშვილს, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, "ის კარგი მენეჯერია, ამ ეტაპზე კი ქვეყანას სწორედ კარგი მენეჯერი სჭირდება".
"ზურაბ ჭიაბერაშვილი 5 წლის განმავლობაში სტრასბურგში საქართველოს ელჩად არაჩვეულებრივად მუშაობდა, ასევე წარმატებით მოღვაწეობდა შვეიცარიაში საქართველოს ელჩად, ახლა კი იმ რეფორმებს დაასრულებს, რომელიც უკვე დაწყებულია", - აღნიშნა მან.
ცნობისთვის: ანდრია ურუშაძე აღმასრულებელი ხელისუფლების უკვე მე-7 წევრია, რომელმაც თანამდებობა დატოვა. მანამდე მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა დატოვა, რომლის ადგილი ზაზა გოროზიამ დაიკავა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 184-ე მუხლის მიხედვით, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით, მაგრამ არანაკლებ 5 წევრით განახლების შემთხვევაში პრეზიდენტი 1 კვირის ვადაში პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას წარუდგენს. მთავრობის სრულოი შემადგენლობით დამტკიცებას უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.