04/04/12 18:08
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის განცხადებით, "კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მოქალაქეობის მიღებას არასწორი გზით ცდილობს".
როგორც გივი თარგამაძე აცხადებს, "ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა ხელოვნურია და ბიძინა ივანიშვილს თავის დროზე მოქალაქეობა მინიჭებული ჰქონდა".
"როგორც მინიმუმ, ივანიშვილი ამ საკითხს გულგრილად მოეკიდა, ან მისი მნიშვნელობა უგულებელყო. აქედან გამომდინარე, დღევანდელი აჟიოტაჟი დაგვიანებულ სინანულს უფრო ჰგავს. ის ფორმები, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი მოქალაქეობის მიღებას ცდილობს, არ არის სწორი გზა, რომლითაც ამ უფლების დაბრუნებას უნდა ეცადო. მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით აღდგენის გზა გამართლებული არ არის. ივანიშვილს ნატურალიზაცია არ სჭირდებოდა, მას საქართველოს მოქალაქეობა ისედაც ჰქონდა. ის, რომ მან პოლიტიკური საქმიანობა გადაწყვიტა, ან ის, რომ ბევრი ფული აქვს, მას კანონის წინაშე ამავე პრობლემის მქონე სხვა ადამიანებისგან არაფრით გამოარჩევს", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა. ნატურალიზაციის გზით "ქართული ოცნების" ლიდერს საქართველოს მოქალაქეობა არ მიენიჭა.