გამოკითხვა
პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან რვა თვე გავიდა. კმაყოფილი ხართ თუ არა არჩევანით, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ გააკეთა?
არქივი
« ივნისი 2013 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
გიორგი თარგამაძე გამოდის ინიციატივით, პოლიტიკური აქტიურობის უფლება ივანიშვილს, როგორც ევროკავშირის მოქალაქეს მიეცეს
04/04/12 18:47
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გიორგი თარგამაძე ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არასწორად აფასებს და "ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე", ხელისუფლებას საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების ინიციატივით მიმართავს, რომლის მიხედვით, პოლიტიკურ პროცესებში აქტიურობის უფლება ბიძინა ივანიშვილს, როგორც ევროკავშირის მოქალაქეს მიეცემა.

როგორც ქდმ-ის ლიდერმა "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, "აუცილებელია, კონსტიტუციაში შევიდეს სპეციალური ცვლილება, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლები იგივე უფლებებით იქნებიან აღჭურვილი, როგორითაც საქართველოს მოქალაქეები".

კერძოდ, მისი აზრით, ცვლილება უნდა შევიდეს კონსტიტუციის იმ მუხლში, რომელიც ასაკობრივ ცენზს უკავშირდება.

"როგორც იცით, ამ ცვლილების განხილვა პარლამენტში უკვე იწყება. თუ ვაიძულებთ ხელისუფლებას, ეს გადაწყვეტილება მიიღოს, ბიძინა ივანიშვილს შესაძლებლობა ექნება, მისი პოლიტიკური კამპანია დააფინანსოს და პოლიტიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობა მიიღოს. ეს, რა თქმა უნდა, ჯერ-ჯერობით იდეის დონეზეა, თუმცა ამის განხორციელება რეალურია", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

მისივე თქმით, "ის და მისი პოლიტიკური ძალა, ისევე, როგორც ქვეყნის სხვა მოქალაქეები, დაინტერესებულები არიან, ადამიანებს არჩევნებში თანაბარ პირობებში მონაწილეობის საშუალება ჰქონდეთ".

გიორგი თარგამაძის განცხადებით, ქდმ თავის წინადადებას ხელისუფლებას იურიდიული ფორმულირებით რამდენიმე დღეში მიაწვდის.

ამინდის პროგნოზი
თბილისი
img
19 - 30 °C
ქუთაისი
img
18 - 26 °C
ბათუმი
img
19 - 23 °C
ზუგდიდი
img
18 - 24 °C
ვალუტის კურსი
EUR
EUR
Down
2.2145
USD
USD
Up
1.6551
RUB
RUB
Up
0.0519