გამოკითხვა
თქვენი აზრით, უნდა ჩატარდეს თუ არა გამოძიება 2008 წლის ომთან დაკავშირებით?
არქივი
« მაისი 2013 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
სიახლეების გამოწერა
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის პოსტი დღეიდან ნილს მუიჟნიეკსმა დაიკავა
04/04/12 19:56
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის პოსტი დღეიდან ნილს მუიჟნიეკსმა დაიკავა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2012 წლის იანვარში არჩეული მუიჟნიეკსი რიგით მესამე კომისარია თომას ჰამარბერგისა (2006-2012) და ალვარო გილ-რობლესის (1999-2006) შემდეგ. "ჩემს მიზანს დაწყებული საქმის გაგრძელება წარმოდგენს იმისათვის, რომ განვითარდეს კომისრის ოფისის წვლილი წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებების ეფექტურ დაცვაში. ამ ძალისხმევის მთავარი შემადგენელი ნაწილია ოფისის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შენარჩუნება. მე ასევე განვაგრძობ ქვეყნებისა და თემატიკის განხრით მუშაობას, განსაკუთრებით - მოწყვლად ჯგუფებზე, როგორებიცაა ბავშვები, ხანდაზმულები და უნარშეზღუდული ადამიანები. ეს ყველაფერი მეტად მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც ეკონომიკურმა კრიზისმა შეიძლება, ხელი შეუშალოს ადამიანის უფლებების დაცვას" – განახადა ნილს მუიჟნიეკსიმ.

მისივე თქმით, პრიორიტეტული მიმართულებები სამუშაო მიგრანტების (თავშესაფრის მაძიებლებისა და ლტოლვილების ჩათვლით) უფლებების დაცვა, ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობა, უმცირესობათა უფლებები, ადამიანის უფლებების სტანდარტების პატივისცემა საინფორმაციო საზოგადოებაში, კონკრეტულად მედიის თავისუფლება, მონაცემთა დაცვა, სოციალური ქსელებისა და ციფრული წიგნიერების ხელმისაწვდომობა იქნება.

კომისარი ასევე გააფართოებს თანამშრომლობას ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნულ სტრუქტურებთან ეროვნულ დონეზე ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული პოლიტიკის წახალისებისა და წევრ ქვეყნებში სისტემური ნაკლოვანებების გამოსწორების მიზნით.

როგორც "ივერონს" ევროპის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობიდან აცნობეს, ეროვნებით ლატვიელი ნილს მუიჟნიეკსი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მუშაობდა და საერთაშორისო მასშტაბით ადამიანის უფლებების მონიტორინგის, ტრენინგისა და განათლების სფეროში დიდი ცოდნა გააჩნია.

ადამიანის უფლებების კომისრად დანიშნვამდე იგი სხვადასხვა დროს ლატვიის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული "მოწინავე სოციალურ და პოლიტიკურ კვლევათა ინსტიტუტის" ხელმღვანელი (2005-2012), რასიზმისა და არატოლერანტულობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის თავმჯდომარე (2010-2012), სოციალური ინტეგრაციის, დისკრიმინაციის საწინააღმდეგო, უმცირესობათა უფლებების და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე პასუხისმგებელი მინისტრი (2002-2004) და ადამიანის უფლებების და ეთნიკური სწავლებებების ლატვიური ცენტრის, ამჟამად ადამიანის უფლებების ლატვიური ცენტრის დირექტორი (1994-2002) იყო.