04/04/12 20:04
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გიორგი თარგამაძე პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს, თბილისის მერს გიგი უგულავას და საკრებულოს თავმჯდომარეს საპენსიო რეფორმის გადახედვის ინიციატივით მიმართავს.
როგორც ქდმ-ის ლიდერმა დღეს "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, ახალი საპენსიო პაკეტი, რომლის განხილვაც პარლამენტში მალე დაიწყება, 60-დან 65 წლამდე ასაკის 200 ათას მამაკაცს დაზღვევის და სხვა სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობის უფლების გარეშე დატოვებს.
"საქართველოს პარლამენტში ახალი საპენსიო პაკეტის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც 60-დან 65 წლამდე ასაკის მამაკაცთათვის ჯანდაცვის პროგრამების გაუქმებას ითვალისწინებს. დღეს მოქმედებს სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის სხვადასხვა სამედიცინო სერვისს, მათ შორის პირველად რეანიმაციულ მომსახურებას უზრუნველყოფს. ამ ახალი საპენსიო პაკეტის მიხედვით კი, აღნიშნული სერვისები გაუქმდება. ჩვენ მივმართავთ საქართველოს მთავრობის მეთაურს, თბილისის მერიასა და საკრებულოს, განვიხილოთ ეს პრობლემა და ჯანდაცვის ნორმალური პაკეტის შესამუშავებლად დავიწყოთ მუშაობა, რათა ან ძალაში დარჩეს ის პროგრამები, რომლებიც დღეისთვის მოქმედებს, ან 60 წლის ასაკს გადაცილებული მამაკაცებისთვის უკეთესი პროგრამების შემუშავება უზრუნველვყოთ. შესაბამის კონკრეტულ ინიციატივებს ჩვენ პარლამენტს და საკრებულოს უახლოეს დღეებში წარვუდგენთ", - განაცხადა თარგამაძემ.